ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ირაკლი ღარიბაშვილი |
თავმჯდომარე | ირაკლი კობახიძე |
გენერალური მდივანი | კახა კალაძე |
ისტორია | |
დამფუძნებელი | ბიძინა ივანიშვილი |
დაფუძნდა | 21 აპრილი, 2012 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
სოციალ-დემოკრატია სოციალური კონსერვატიზმი ევროსკეპტიციზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპელი სოციალისტების პარტია (დამკვირვებელი) |
საერთაშორისო აკრედიტაცია | პროგრესული ალიანსი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
75 / 150 |
საკრებულო |
29 / 50 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ერეკლე II-ს მოედანი #3, თბილისი, საქართველო |
gd.ge |
ისტორიარედაქტირება
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია რესპუბლიკურ პარტიასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან ერთად.[1][2] აპრილში, კოალიციას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შეუერთდა. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.[3] კოალიციამ ბლოკის სახით გადაწყვიტა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ოფიციალურად, კოალიციამ წინასარჩევნო კამპანია 27 მაისს მრავალათასიანი მიტინგით დაიწყო[4] და 29 სექტემბერს დაასრულა.[5] საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი 65 წევრიანი ფრაქცია შექმნა.
2013 წლის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. 24 ნოემბერს გაიმართა პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელახლა დაკომპლექტა პოლიტიკური საბჭო.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მოიგო ყველა თვითმმართველი ერთეული.
2015 წლის დეკემბერში ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რის გამოც 30 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარედ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე მესამედ დაკომპლექტდა პოლიტსაბჭო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 115 მანდატით ხელახლა მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მოიგო ყველა თვითმმართველი ერთეული.
2018 წლის აპრილში პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. 11 მაისს ის ხელმეორედ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, დაკომპლექტდა პარტიის მეოთხე პოლიტსაბჭო.[6]
2018 წლის 9 სექტემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერა. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.[7] ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,64% (615 572 ხმა), ხოლო მეორე ტურში – 59,52% (1 147 625 ხმა) მიიღო.
2021 წლის 11 იანვარს ივანიშვილმა ხელმეორედ დატოვა პოლიტიკა. 16 იანვრის ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დაკომპლექტდა პარტიის მეხუთე პოლიტსაბჭო.[8] 2021 წლის 18 თებერვალს პარტია და თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რომელიც ოპოზიციაში გადავიდა და ახალი პოლიტიკური პარტია, „საქართველოსთვის“ დააფუძნა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „8 წლიანი დევნის შემდეგ“ დაბრუნდა საქართველოში[9][10], გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[11] 2 ოქტომბერს გამართულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 46,75% (824 755 ხმა) მიიღო. უმრავლესობა დაკარგა რიგ საკრებულოებში, მაგრამ 64-დან 63 მუნიციპალიტეტში მოახერხა მერის არჩევნების მოგება.[12][13]
პოლიტიკური პლატფორმარედაქტირება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. მისი გამოცხადებული მიზნებია საშინაო პოლიტიკაში: სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ქართული ოცნება“ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანებას ესწრაფვის.
პარტიის თავმჯდომარეებირედაქტირება
სახელი | სურათი | წელი | |
---|---|---|---|
1 | ბიძინა ივანიშვილი | 2012-2013 | |
2 | ირაკლი ღარიბაშვილი | 2013-2015 | |
3 | გიორგი კვირიკაშვილი | 2015-2018 | |
4 | ბიძინა ივანიშვილი (მეორედ) | 2018-2021 | |
5 | ირაკლი კობახიძე | 16 იანვარი, 2021- |
პოლიტიკური საბჭორედაქტირება
სახელი | სურათი | თანამდებობა |
---|---|---|
ირაკლი კობახიძე | თავმჯდომარე | |
კახა კალაძე | გენერალური მდივანი | |
მამუკა მდინარაძე | აღმასრულებელი მდივანი | |
ირაკლი ღარიბაშვილი | პოლიტიკური მდივანი | |
კახა კუჭავა | საერთაშორისო მდივანი | |
დიმიტრი სამხარაძე | რეგიონული მდივანი | |
არჩილ თალაკვაძე | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
თეა წულუკიანი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
სოზარ სუბარი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
ვახტანგ გომელაური | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
ეკატერინე ტიკარაძე | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
გიორგი ვოლსკი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
მაკა ბოჭორიშვილი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
მარიამ ქვრივიშვილი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
შალვა პაპუაშვილი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
ნიკოლოზ სამხარაძე | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
თორნიკე რიჟვაძე | პოლიტიკური საბჭოს წევრი |
შედეგები არჩევნებშირედაქტირება
საპარლამენტორედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2012 | 1 181 862 | 54,97 | 85 / 150 |
ახალი | მთავრობა |
2016 | 856 638 | 48,68 | 115 / 150 |
30 | მთავრობა |
2020 | 928 004 | 48,22 | 90 / 150 |
25 | მთავრობა |
საპრეზიდენტორედაქტირება
წელი | კანდიდატი | პირველი ტური | მეორე ტური | შედეგი | ||
---|---|---|---|---|---|---|
ხმები | % | ხმები | % | |||
2013 | გიორგი მარგველაშვილი | 1 012 569 | 62,12 | პირველი ადგილი | ||
2018 | მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს | 615 572 | 38,64 | 1 147 701 | 59,52 | პირველი ადგილი |
ადგილობრივირედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2014 | 719 431 | 50,82 | 1 370 / 2 088 |
ახალი |
2017 | 838 154 | 55,81 | 1 610 / 2 058 |
240 |
2021 | 824 755 | 46,75 | 1 358 / 2 068 |
252 |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 თებ.'12 / 14:11
- ↑ ივანიშვილის კოალიცია დაფუძნდა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'12 / 14:58
- ↑ ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაფუძნდა - სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აპრ.'12 / 18:31
- ↑ ქართული ოცნების მრავალათასიანი მიტინგი მშვიდობიანად დასრულდა რადიო თავისუფლება 27.05.2012
- ↑ ივანიშვილმა თბილისში მრავალათასიანი აქცია გამართა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 20:42
- ↑ „ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს“. radiotavisupleba.ge. 2018-05-11. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. on.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
- ↑ „პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს“. 1tv.ge. 2021-01-16. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Саакашвили призвал сторонников пойти колоннами на Тбилиси ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
- ↑ Михаил Саакашвили заявил, что вернулся в Грузию. Там он приговорен к двум тюремным срокам ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
- ↑ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - პრემიერი
- ↑ Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-11-21.