ქართული ოცნება (კოალიცია)

პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო
ეს სტატია კოალიცია ქართულ ოცნებას ეხება. პოლიტიკური პარტიის შესახებ იხილეთ ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო.

კოალიცია ქართული ოცნება  — 2011–2016 წლებში საქართველოში არსებული პოლიტიკური კოალიცია. სხვადასხვა პერიოდში კოალიციაში შედიოდა შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და თავისუფალი დემოკრატები.

ქართული ოცნება
ქართული ოცნება
სტატუსი დაშლილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ისტორია
დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი
დაფუძნდა ოქტომბერი, 2011
დაიშალა 2016
ფერები         
gd.ge

ისტორია რედაქტირება

კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა 2011 წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“. მოგვიანებით კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).

კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა.

2014 წლის 5 ნოემბერს კოალიცია დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“.[1] 2016 წელს კოალიცია დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ, მრეწველებმა და ეროვნულმა ფორუმმა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და გახდა ქვეყნის მმართველი პარტია.

შემადგენლობა რედაქტირება

კოალიცია აერთიანებდა ექვს პარტიას:

შედეგები არჩევნებში რედაქტირება

 
ქართული ოცნების შედეგები (ლურჯად) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

საპარლამენტო რედაქტირება

წელი ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2012 1 181 862 54,97
85 / 150
ახალი მთავრობა

საპრეზიდენტო რედაქტირება

წელი კანდიდატი ხმები % შედეგი
2013 გიორგი მარგველაშვილი 1 012 569 62,12 პირველი ადგილი

ადგილობრივი რედაქტირება

წელი ხმები % მანდატები +/–
2014 719 431 50,82
1 370 / 2 088
ახალი

რესურსები ინტერნეტშიი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება