თამარ კორძაია
თამარ კორძაია (დ. 18 ივლისი, 1977, სოხუმი) — ქართველი იურისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი (2013, 2020).
თამარ კორძაია | |
საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მაისი, 2013 – 18 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
დაბადებული | 18 მაისი, 1977 სოხუმი |
საარჩევნი ოლქი | ნაძალადევი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (2021-მდე) |
საქმიანობა | ჟურნალისტი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1977 წლის 18 ივლისს. 1999 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის და ინფორმაციის თავისუფლების პროექტების ხელმძღვანელი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2013 წელს — საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში — საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. 2016 წელს იყო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1] 2021 წლის 4 ივნისს განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამარ კორძაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თამარ კორძაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ „თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)