გიორგი გახარია

ქართველი პოლიტიკოსი

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019-2021 წლებში,[1] 2019 წლის 8 სექტემბრამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.[2] პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

გიორგი გახარია
პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ივნისი, 2021
წინამორბედიპარტია დაარსდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი, 2019 – 18 თებერვალი, 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიმამუკა ბახტაძე
მემკვიდრეირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი,
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
წინამორბედიგიორგი მღებრიშვილი
მემკვიდრევახტანგ გომელაური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი, 2019 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდიმიტრი ქუმსიშვილი
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

ეკონომიკური საბჭოს მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
დეკემბერი, 2014 – სექტემბერი, 2016
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
მარტი, 2013 – ივლისი, 2016
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული19 მარტი, 1975 (1975-03-19) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობარუსეთის დროშა რუსეთის ფედერაცია (2016 წლის ნოემბრამდე)
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (ყოფილი)
საქართველოსთვის
მამაზაურ გახარია (დ. 1946)
დედამზია ლეჟავა (დ. 1948)
მეუღლემარიკა ფანცულაია (დ. 1983)
შვილებიანნა გახარია (დ. 2010)
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტოლოგი, ეკონომისტი, ისტორიკოსი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიაქრისტიანი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

განათლება

1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994–1999 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.[3] 2003-2004 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება

1999-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში, ხელმძღვანელ პოზიციებზე. 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი. 2008 წლის ნოემბერიდან იყო Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის თებერვლამდე.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წლის მარტიდან, როცა გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-5 ნომერი. [4] 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 30 ნოემბერს შეუწყდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის უფელობამოსილება (ვინაიდან 27 დეკემბრიდან იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას). [5] პარლამენტში გახარიას ადგილმონაცვლედ გიორგი ხატიძე შევიდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

2016 წლის 22 ნოემბერს გახარია წარდგენილი იქნა საქართველოს ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად. ის იყო ერთ-ერთი მინისტრთა კაბიენტის სამ ახალ წევრს შორის. [6] თანამდებობაზე შეცვალა დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე გახარია იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას.[7]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

 
გიორგი გახარია და ილჰამ ალიევი

2017 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობაში მოხდა მთავრობის წევრების შეცვლა. ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტორსაც და გიორგი მღებრიშვილის ადგილას, 2017 წლის 13 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა გიორგი გახარია. იკავებდა ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს.[3] 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.[8]

ანტი-ტერორისტული სპეცოპერაცია ისანში

2017 წლის 21 ნოემბერს თბილისში, ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო ანტი-ტერორისტული სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობა. ორმხირივი სროლის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. ლიკვიდირებული იქნა ჩეჩენი ტერორისტი ახმედ ჩატაევი. [9][10]

ხაზარაძე-ჯაფარიძის და „ტვ პირველის“ საქმე

 
გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი

2019 წელს გამოძიება დაიწყო ბანკ „TBC“-ის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებოდათ ფულის გათეთრება. საქმეში ფიგურირებდნენ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთლისა და მისი მამის, ვახტანგ წერეთლის კომპანიები. მამუკა ხაზარაძის თქმით 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გახარიამ მას მუქარის წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე დაუნგრევდნენ რეპუტაციას. წერილის მიხედვით მისგან მოითხოვდნენ დაეგმო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „რევანშის მცდელობა“ და ელაპარაკა იმაზე, თუ როგორ ექცეოდა ყოფილი ხელისუფლება ბიზნესს. ხაზარაძის თქმით წერილში აგრეთვე ეწერა იმის შესახებ, რომ „ტვ პირველი“ უნდა დამჯდარიყო ტელეკომპანია „იმედის“ „ტრენდზე“ და გადასულიყო საგანგებო მაუწყებლობის რეჟიმზე. გაჩნდა ვარაუდი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების მცდელობაზე, იყო ბრალდებებიც მუქარასა და მედიის გაკონტროლების სურვილზეც, ამაში პირადად გიორგი გახარიას დასდეს ბრალი. გახარიამ წერილის გაგზავნის ფაქტი უარყო.

ქვეითი პატრული

დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ტურისტების და ტურისტული ზონების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა ქვეითი პატრულის ქვედანაყოფი. ქვეითმა პატრულებმა გაიარეს 3 კვირიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი და ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას. მათ გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.[11][12][13][14]

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

2018 წლის 11 იანვარს, გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი,[15] რომელსაც ევალება უზრუნველყოს დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.[16] 2019 წლის 24 ივლისამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო ლონდა თოლორაია.[16] 2019 წლის 24 ივლისიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო ცაციაშვილი.[17]

სპეცოპერაცია ღამის კლუბ „ბასიანში“

2018 წლის 12 მაისს, შუაღამისას, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, სპეცრაზმი ასევე შევიდა კაფე „გალერიში“. მომხდარს ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა. [18] 2018 წლის 14 მაისს საპროტესტო აქციაზე გიორგი გახარია მივიდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გახარიამ მომიტინგეებს სიტყვით მიმართა: „მოდით მაშინ დავიწყოთ, ბოდიშით, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახლით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა. თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში“. აქციის მონაწილეებმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება გვიან ღამით, მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი ლიდერები შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთად გამოიძიებდნენ 12 მაისის სპეცოპერაციას და ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობას განაახლებდნენ. [19]

გავრილოვის ღამე

 
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. პროტესტის ცენტრალური ნაწილი და გამომსვლელთა ტრიბუნა.

2019 წლის 20 და 21 ივნისს, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. [20] ამავე დღეს 19:00 საათზე დაიწყო მასობრივი აქცია რუსთაველის მოედანზე. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა სცადეს. დაშავდნენ პოლიციელები. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ.[21] ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცველთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.[20] დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.[22] ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა. [21] შემდეგ დღეებში მომიტინგეების მთავარ მოთხოვნად იქცა გიორგი გახარიას გადადგომა. პროტესტის მიუხედავად გახარია თანამდებობიდან არ გადადგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 
მაიკ პომპეო და გიორგი გახარია

2019 წლის 2 სექტემბერს გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. 2019 წლის 3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თამვჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.[23] 2019 წლის 4 სექტემბერს პარლამენტმა დაიწყო მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა. [24] საქართველოს პარლამენტმა 8 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობას, 98 ხმით, ერთხმად, ნდობა გამოუცხადა.[25] 2019 წლის 13 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გახარიამ ვიცე-პრემიერებად დანიშნა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. [26]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი (და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი) იყო. არჩევნების შედეგებით, გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[27] 24 დეკემბერს პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა.[28] 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იყო პარლამენტის წევრი. მისი ადგილმონაცვლე დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი გახდა.[29] 2020 წლის 14 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა წარადგინა გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. [30] მინისტრთა კაბინეტში განხორციელდა ერთი ცვლილება. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძემ თეა წულუკიანი შეცვალა. 2020 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გახარიას მთავრობას 85 ხმით ნდობა გამოუცხადა. [31]

2021 წლის 21 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე გახარიამ ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დანიშნა. ვიცე-პრემიერად აგრეთვე დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.[32]

2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მისი განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.[33] მისი გადადგომიდან რამდენი წუთში გავრცელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება: „პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.“ [34] გახარიას გადადგომიდან 6 დღეში თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ.[35] დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მას მერე დაიწყო, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი.[36] 2021 წლის 23 თებერვალს დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და ნიკა მელია დააკავეს.[37]

22 მარტს გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩებოდა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობდა.[38]

საგარეო ვიზიტები

 
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის რანგში ხვდება ილჰამ ალიევს

2019 წლის 9 ოქტომბერს გახარია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში. 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთში. 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში. 4 ნოემბერს იმყოფებოდა ნიდერლანდების სამეფოში. 2019 წლის 12-13 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. 2020 წლის 21-24 იანვარს მონაწილეობა მიიღო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.[39][40] 2020 წლის 29-30 სექტემბერს გახარია პრემიერის რანგში ბრიუსელს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. 29 სექტემბერს შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. [41] ვიზიტის ფარგლებში გახარია აგრეთვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. [42]

გადასვლა ოპოზიციაში

 
გიორგი გახარია წარადგენს საკუთარ თავს თბილისის მერობის კანდიდატად

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია.[43]

2021 წლის 22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.[44]

2021 წლის 14 აპრილს პარტია ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა. დეპუტატების განცხადებით, ისინი გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.[44]

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.[44]

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი - ბიზნესომბუდსმენი.[44]

28 მაისს გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.[43][45]

2021 წლის 29 მაისს შედგა პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია.[46] გახარია არჩეული იქნა პარტიის თავმჯდომარედ. [47] გახარიას პარტია ძირითადად შედგებოდა იმ ადამიანებისგან რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. პარტიის პრეზენტაციაზე გახარიამ განაცხადა: „ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. [48] 2021 წლის 7 ივნისს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც მან უარყო რომ გახარია „მისი პროექტია“ და მისი გადადგომა შეაფასა როგორც საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი. [49]

2021 წლის 7 ივნისს მის გადადგმასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ ექს-თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, სადაც გახარიას გადადგომას საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს „პირდაპირი ღალატი“ უწოდა. მან აგრეთვე უარყო ხმები, რომ გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტია მისი „პოლიტიკური პროექტია“.[50]

2021 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია თითოქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გახარია მიხეილ სააკაშვილს კონსპირაციულად შეხვდა.[51][52] გახარიამ ფაქტი უარყო. მან განაცხადა რომ ისინი ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ ერთი დღის განმავლობაში, მაგრამ მათ შორის გადაკვეთა არ მომხდარა.

 
„არაფერი მე დასამალი არა მაქვს, არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა“

[53]

2021 წლის 1 სექტემბერს თბილისში, მეტეხის ტაძართან მიმდინარე პრეზენტაციაზე გახარიამ გამოაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.[54]

თბილისის მერის არჩევნებში მიიღო 45 257 ხმა (9,41%) და დაიკავა მესამე ადგილი. მეორე ტურში გახარიამ მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა.

პოპულარობა

2020 წლის 17-24 დეკემბერს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევებით მის საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად, 32% საშუალოდ, 17% კი – ცუდად აფასებდა. [55] 2021 წლის ივნისში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით გახარიას გამოკითხულთა 57% დადებითად, ხოლო 43% – უარყოფითად აფასებს. [56] 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით გახარიას გამოკითხულთა 55% პოზიტიურად, ხოლო 45% – ნეგატიურად აფასებს.[57] 2021 წლის 12-25 სექტემბრის მონაკვეთში ჩატარებული Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით გახარიას გამოკითხულთა 49% პოზიტიურად, ხოლო 51% – ნეგატიურად აფასებს.[58] 2021 წლის თებერვალში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით მისაღებ ფიგურად პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია გამოკითხულთა 65%-მა დაასახელა. [59]

შედეგები არჩევნებში

არჩევნები წარმდგენი პირველი ტური მეორე ტური
ხმა პროცენტი ადგილი ხმა პროცენტი ადგილი
თბილისის მერის არჩევნები (2021) საქართველოსთვის 45 257 9,41% მესამე

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. 2020 წლის 2 ნოემბერს გახარიას დაუდასტურდა COVID-19.[60] გახარია ქრისტიანია. [61] 2016 წლის ნოემბრამდე გახარია ფლობდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას. [62]

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. „პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  2. „გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება“. Tabula. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 გიორგი გახარია. საქართველოს მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-09. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
  4. „ქართული ოცნების“ პარტიული სია ქართული. Civil Georgia (2016).
  5. პარლამენტმა ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა
  6. Kvirikashvili Nominates New Cabinet ინგლისური. Civil Georgia (2016-11-22). ციტირების თარიღი: 26 juin 2020
  7. გიორგი გახარია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-08. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
  8. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა“. 1TV. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. გახარიას საქმეები
  10. სუს: ისნის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთაგან ერთი ახმედ ჩატაევია
  11. „ქვეითი პატრული ტურისტების დასაცავად“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. „სად და როგორ დაიცავს ქვეითი პატრული ტურისტებს“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  13. „დღეიდან თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრული იმუშავებს“. Tabula. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. „თბილისის ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას“. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  15. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  16. 16.0 16.1 „შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  17. „შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა“. 1TV. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  18. რა მოხდა კლუბ ბასიანთან და კაფე გალერისთან - 12 მაისის მოვლენების დეტალები
  19. civil.ge
  20. 20.0 20.1 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. „საერთაშორიოს გამჭვირვალობა“ (21 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  21. 21.0 21.1 გავრილოვის ღამე - როგორ დაიწყო დარბევა და რამდენი ადამიანი დაშავდა. „ტაბულა“ (20 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  22. პოლიციამ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყო. netgazeti.ge (20 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  23. „გახარია პრემიერად წარადგინეს — სექტემბერი საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო“. amerikiskhma.com. 2019-09-03. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  24. ნეტგაზეთი
  25. „პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა“. civil.ge. 2019-09-08. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  26. „გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დანიშნა“. www.civil.ge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  27. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020.
  28. „ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტმა ახალი მთავრობის ძველი შემადგენლობა დაამტკიცა“. civil.ge. 2020-12-24. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  29. „საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობას უყარა კენჭი“. 1tv.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  30. Ruling party officially nominates Giorgi Gakharia for premiership
  31. პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
  32. „გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დანიშნა“. www.civil.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  33. „პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  34. შსს-მ პერემიერის გადადგომის გამო ნიკა მელიას დაკავება გადადო
  35. „მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა“. www.civil.ge. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  36. „ნიკა მელია დააკავეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 თებერვალს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  37. „ნიკა მელია დაკავებულია“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  38. „ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე – გახარია“. www.netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  39. „საგარეო ვიზიტები 2019“. www.gov.ge. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  40. „საგარეო ვიზიტები 2020“. www.gov.ge. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  41. გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
  42. გახარია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და 129 მლნ ევროს შეთანხმებები გააფორმა
  43. 43.0 43.1 „გიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  44. 44.0 44.1 44.2 44.3 "გახარიას გუნდში" უარყოფენ, რომ მომავალი პარტიის უკან ივანიშვილი დგას“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  45. „გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  46. „რა თქვა გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე - LIVE ღონისძიებიდან“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  47. გიორგი გახარიას პარტიის თავმჯდომარე თავად გიორგი გახარია იქნება
  48. ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ - გიორგი გახარია
  49. civil.ge
  50. ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ გადადგომით გუნდს და სახელმწიფოს უღალატა
  51. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის რუსთავი 2 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  52. „კურიერის ექსკლუზივი: "გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ". www.rustavi2.ge. ციტირების თარიღი: 23 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  53. გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას უარყოფს
  54. „გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება“. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  55. „NDI: გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად 46% აფასებს, პრეზიდენტისას - 14%“. bm.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-18. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  56. „Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 32%, ენმ – 24%, საქართველოსთვის – 13%“. Tabula. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  57. „გახარია - 55%; კალაძე - 55%; მელია - 46% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით“. Formulanews. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  58. „გახარია - 49%; კალაძე - 55%; ბაქრაძე - 48% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით“. Formulanews. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  59. ამერიკული ორგანიზაცია IRI-ის რეიტინგით - გიორგი გახარია ქართველ პოლიტიკოსებს შორის პირველ ადგილზეა[მკვდარი ბმული]
  60. „პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  61. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-16. ციტირების თარიღი: 2021-09-16.
  62. გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ფრაქციებს შეხვდა
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიმიტრი ქუმსიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
შემდეგი:
დიმიტრი ქუმსიშვილი
წინამორბედი:
გიორგი მღებრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი
13 ნოემბერი, 2017 – 8 სექტემბერი, 2019
შემდეგი:
ვახტანგ გომელაური
წინამორბედი:
მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი
8 სექტემბერი, 2019 – 18 თებერვალი, 2021
შემდეგი:
ირაკლი ღარიბაშვილი