ლევან გიორგის ძე დოლიძე (დ. 30 ნოემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, სამხედრო ისტორიის მკვლევარი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1989).

დაამთავრდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1968). 1959 წლიდან სამხედრო თემატიკაზე მისი მასალები იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირის, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების პრესაში; რეპორტაჟები გადაიცემოდა ტელევიზიით და რადიოთი. აფხაზეთის ომის (1992-1993) პერიოდში იყო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის პირადი წარმომადგენლი ინფორმაციის დარგში. 1990-იან წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად, 1993 წლიდან ასევე ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის სამხედრო სექციის თავმჯდომარედ. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების შესახებ, მ. შ. ქართველი მხედართუფროსების ბიოგრაფიები. მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1975), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გენერლები საქართველოდან : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე (ავტორი). - თბილისი, (ს/ს "ბ.ს. კომბ-ტი", 2003. - 752გვ.. - ISBN: 99928-0-545-5
  • გენერალისიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები - ჩვენი თანამემამულენი (1700-2000) (ავტორი). - თბილისი, შპს "სეზანი", 2000. - 208გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება