ევროპული საბჭო
ევროპული საბჭო (ინგლ. European Council, არაფორმალურად EUCO) — ევროკავშირის კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს კავშირის პოლიტიკურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს. შეიქმნა 1974 წლის 10 დეკემბერს, როდესაც სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ რეგულარული შეკრებები, რომელთა მუშაობაში მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის თანამეგობრობის კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს როლი თანდათან გაიზარდა და მაასტრიხტის მოლაპარაკების შედეგად დამტკიცდა მისი სტატუსი.
ევროპული საბჭო ინგლ. European Council ფრანგ. Conseil européen | |
---|---|
წარწერა | |
შეიქმნა | 1961/2009 |
ტიპი | პოლიტიკური |
ემსახურება რეგიონს | ევროპა |
ენა | ინგლისური, ფრანგული |
პრეზიდენტი | შარლ მიშელი |
ქვეყანა | ევროპის კავშირი |
თავმჯდომარე | António Costa |
https://www.consilium.europa.eu/en/, https://www.consilium.europa.eu/fr/ და https://www.consilium.europa.eu/es/european-council/ |
იგი წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.
ევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს:
- იგი წარმოადგენს სათათბიროს ევროპის “კონსტიტუციონალური არქიტექტურის” შემუშავების საკითხებში;
- იგი ამუშავებს რეკომენდაციებს და მითითებებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე;
- იგი იხილავს თანამეგობრობის ფინანსურ, ინსტიტუციონალურ და სხვა სახის დისპუტებს, რაც პრაქტიკულად განსაზღვრავს ევროკავშირის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების შინაარსს.
ევროპული საბჭო თანამეგობრობის გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრალურ ორგანოდ გადაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ლეგალური ან ოფიციალური გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. ევროპულ საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე („პრეზიდენტი“), რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოებრივი გაერთიანების, ხელმძღვანელი. ეს არის თანამდებობრივი როლი, ე.წ. primus inter pares ანუ „პირველი თანასწორთა შორის“. ამ ადგილს ექვსი თვით იკავებს იმ სახელმწიფოს (ან მთავრობის) მეთაური, რომელი ქვეყანაც ამ პერიოდში თავმჯდომარეობს ევროპულ საბჭოს.