ევროპის საბჭო
ევროპის საბჭო, შემოკლ. ევროსაბჭო (ინგლ. Council of Europe (CoE), ფრანგ. Conseil de l'Europe, CdE) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ევროპის 46 სახელმწიფოსგან. მისი მიზნებია:
- ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა;
- ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება;
- ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა).
ევროპის საბჭო Conseil de l'Europe ევროსაბჭო ან CoE |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
![]() |
||||||
სათავო ოფისი | ევროპის სასახლე, სტრასბურგი, საფრანგეთი | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, ფრანგული[1] | |||||
ტიპი | რეგიონული მთავრობათაშორისი ორგანიზაცია | |||||
წევრობა |
|
|||||
ლიდერები | ||||||
- | გენერალური მდივანი | მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | საპარლამენტო ასამბლეა | |||||
დაარსება | ||||||
- | ლონდონის შეთანხმება | 5 მაისი, 1949 | ||||
საიტი www.coe.int |
ისტორია რედაქტირება
შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს მიერ (ბელგია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი). შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რედაქტირება
2022 წლის 25 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციას წევრობიდან გაურიცხავად შეუჩერა წარმომადგენლობითი უფლებები რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამო.[2][3] ამავე წლის 15 მარტს რუსეთმა ევროსაბჭოს შეატყობინა, რომ ტოვებს ორგანიზაციას. თუკი რუსეთი ნებაყოფლობით გავა საბჭოდან, გასვლის თარიღად მიიჩნევა მომავალი წლის 1 იანვარი. მაგრამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით შეუწყვიტოს მოსკოვს წევრობა იმ თარიღიდან, რომელსაც თვითონ დაადგენს.[4] 16 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხა.[5]
2022 წლის 17 მარტს ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა, რის მიზეზად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ასახელებს ბელარუსის აქტიურ ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაში.[6]
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Did you know?. ციტატა: „English and French are the official languages of the Council of Europe.“ ციტირების თარიღი: 1 November 2022
- ↑ Приостановлено членство России в Совете Европы. ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ Членство России в Совете Европы приостановлено. ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ რუსეთი ევროპის საბჭოს ტოვებს
- ↑ 26-წლიანი წევრობის შემდეგ, რუსეთი ევროპის საბჭოდან საბოლოოდ გარიცხეს, ჩამოხსნილია მისი დროშაც
- ↑ ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა