მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი (ხორ. Marija Pejčinović Burić; დ. 9 აპრილი 1963, მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისფრ) — ხორვატი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ხორვატიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. ხორვატიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეების მინისტრი. კონსერვატიული პარტია ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობის წევრი.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 სექტემბერი, 2019
წინამორბედიტურნბიორ იაგლანდი

ხორვატიის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივნისი, 2017 – დღემდე
წინამორბედიდავორ ივო შტეირი

დაბადებული9 აპრილი, 1963
მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მოქალაქეობახორვატიის დროშა ხორვატია
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1985 წელს დაასრულა ზაგრების უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1994 წელს ევროპის კოლეჯში მიიღო მაგისტრის ხარისხი.

მუშაობდა შიდასავაჭრო საწარმოებში, მოგვიანებით ეკავა თანამდებობი ხორვატულ ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ევროპის ინტეგრაციის საკითხებით.

1997-2000 წლებში ფარმაცევტული კომპანია „Pliva“-ს დირექტორია. 2000 წელს დანიშნეს მინისტრის დამხმარედ ევროპის ინტეგრაციის საკითხებში. 2004-2005 წლებში ევროპის ინტეგრაციის უწყების სახელმწიფო მდივანია, ხოლო შემდეგ 2008 წლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ამავდროულად 2006-2008 წლებში ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების ჯგუფის წევრია. 2008-2011 წლებში ხორვატიის პარლამენტის წევრია. ამავე წლებში ევროკავშირში ხორვატიის გაერთიანებული საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია; ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი; სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელი; ხორვატია-ამერიკის მეგობრობის საზოგადოების საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი.

2012-2013 წლებში კითხულობდა ლექციებს ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მართვის სკოლაში.

2016 წელს დაბრუნდა სახელმწიფო სამსახურში, დაიკავა საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხების სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა. ანდრეი პლენკოვიჩის ხორვატიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხების მინისტრად ინიშნება.

2019 წლის 26 ივნისს აირჩიეს ევროპის საბჭოს მე-14 გენერალურ მდივნად. მოვალეობის შესრულებას შეუდგება 2019 წლის 18 სექტემბრიდან[1].

მშობლიურის გარდა ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურსა და გერმანულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება