ევროპის კავშირის საბჭო

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ევროპის საბჭო ან ევროპული საბჭო.

ევროპის კავშირის საბჭო (ინგლ. Council of European Union, შემოკლებით - ევროკავშირის საბჭო, არაფორმალურად - მინისტრების საბჭო) — გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი არის ორგანო, სადაც წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო. საბჭოში ყოველი წევრი აგზავნის თავის ერთ ან მეტ სრულუფლებიან წარმომადგენელს, რომლებიც, შეირჩევიან იმ სამინისტროებიდან და დეპარტამენტებიდან, რომელთა შესაბამის სფეროში მყოფი საკითხიც არის მოცემულ მომენტში განხილვის საგანი. ამის შესაბამისად იცვლება საბჭოს შემადგენლობა და სახელწოდება.

ევროპის კავშირის საბჭო
ბულგარულად: Съвет на Европейския съюз
ხორვატულად: Vijeće Europske unije
ჩეხურად: Rada Evropské unie
დანიურად: Rådet for Den Europæiske Union
ჰოლანდიურად: Raad van de Europese Unie
ესტონურად: Euroopa Liidu Nõukogu
ფინურად: Euroopan unionin neuvosto
ფრანგულად: Conseil de l'Union européenne
გერმანულად: Rat der Europäischen Union
ბერძნულად: Συμβούλιο της Ευρωπαϊκής Ένωσης
უნგრულად: Az Európai Unió Tanácsa
ირლანდიურად: Comhairle an Aontais Eorpaigh
იტალიურად: Consiglio dell'Unione europea
ლატვიურად: Eiropas Savienības Padome
ლიეტუვურად: Europos Sąjungos Taryba
მალტურად: Kunsill tal-Unjoni Ewropea
პოლონურად: Rada Unii Europejskiej
პორტუგალიურად: Conselho da União Europeia
რუმინულად: Consiliul Uniunii Europene
სლოვაკურად: Rada Európskej únie
სლოვენურად: Svet Evropske unije
ესპანურად: Consejo de la Unión Europea
შვედურად: Europeiska unionens råd
Council of the European Union logo
ტიპი
ორგანოს ტიპი ?
ხელმძღვანელები
პრეზიდენტი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
1 იანვარი, 2022-დან
გენერალური მდივანი იეპე ტრანჰოლმ-მიკელსენი
კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი, ესპ
1 დეკემბერი, 2019-დან
სტრუქტურა
წევრები 27
Structure of the Council of the European Union
კომიტეტები
10 კონტიგურაცია
  • სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა
  • კონკურენტუნარიანობა
  • ეკონომიკის და ფინანსურ საქმეთა
  • განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი
  • დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა და მომხმარებელთა საქმეები
  • გარემო
  • საგარეო საქმეთა
  • გენერალურ საქმეთა
  • იუსტიცია და შინაგან საქმეთა
  • ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები და ენერგია
სხდომების ადგილი
European Council (38185339475).jpg
ბრიუსელი, ბელგია
საიტი
consilium.europa.eu

საბჭო იღებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს (რეგლამენტებს, დირექტივებსა და გადაწყვეტილებებს). ის არის კავშირის საკანონმდებლო ორგანო, თუმცა ამ ფუნქციას ევროპარლამენტთან ინაწილებს. გარდა ამისა, საბჭო და პარლამენტი ერთობლივად ახორციელებენ გაერთიანების ბიუჯეტის კონტროლს. საბჭო ასევე იღებს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელთა შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისია.

საბჭოს წევრები საკანონმდებლო აქტებს კენჭისყრის საფუძველზე იღებენ. განასხვავებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით ან კვალიფიციური უმრავლესობით. მეორე შემთხვევაში საბჭოში ხმები ნაწილდება წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის შესაბამისად გამოყოფილი კვოტების მიხედვით, კერძოდ:

საბჭოს ხელმძღვანელობა ყოველ ექვს თვეში იცვლება - როტაციის წესით მას ხელმძღვანელობს ყველა წევრი სახელმწიფო (როგორც წესი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით). საბჭოს აქვს გენერალური სამდივნო, რომელიც ბრიუსელში მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება