ანა ბუჩუკური (დ. 5 აპრილი, 1990[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახური) უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

ანა ბუჩუკური
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1990 (1990-04-05) (34 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (ყოფილი)
საქართველოსთვის

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2009-2010 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკანტი. 2011 წელს იყო სსპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი. 2011-2012 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2012-2014 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მრჩეველი. 2014-2015 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2014 წლიდან არის „ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი. 2015-2017 წლებში იყო სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამართალ შემოქმედების სამმართველოს უფროსი. 2017 წელს იყო ეკონომიური და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. 2017-2018 წლებში იყო შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2018-2019 წლებში იყო შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2020 წელს იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი. 2020 წელს იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] არის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

სამეცნიერო ნაშრომები

რედაქტირება
  • „საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და მისი ნორმატიული გამოყენების შესაძლებლობა“; GiZ-ის „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“; 2014.
  • „საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა - ძირითადი კანონის მეტაიურიდიული თუ ნორმატიული ნაწილი?“; სამაგისტრო ნაშრომი; თსუ; 2013.
  • „ბიკამერალიზმის დილემები“; კ. ყურაშვილი, კ. ჩოკორაია, ა. ბუჩუკური; კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის მეცხრე გამოცემა; ბათუმი; 2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება