საქართველოსთვის
საქართველოსთვის — პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია 2021 წლის 29 მაისს ჩატარდა.
საქართველოსთვის | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | გიორგი გახარია |
ისტორია | |
დაფუძნდა | 29 მაისი, 2021 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
რეფორმიზმი ანტი-კორუფციონალიზმი ევროატლანტიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
6 / 150 |
საკრებულო |
4 / 50 |
შტაბ-ბინა | დიმიტრი უზნაძის ქ. N4, თბილისი, საქართველო |
http://forgeo.ge/ |
ისტორიარედაქტირება
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია.[1]
2021 წლის 22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.[2]
2021 წლის 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა. დეპუტატების განცხადებით, ისინი გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.[2]
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.[2]
„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი - ბიზნესომბუდსმენი.[2]
28 მაისს გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.[1][3]
პოლიტიკური საბჭოს წევრებირედაქტირება
- გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე
- ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პარტიის თავმჯდომრის მოადგილე
- გიორგი შარაშიძე – ჟურნალ „Entrepreneur“-ის მთავარი რედაქტორი
- კახა ქემოკლიძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, პარტიის პოლიტიკური მდივანი
- ანა ბუჩუკური – სამართალმცოდნე, პარლამენტის წევრი
- მიხეილ დაუშვილი – კორპორატიული სამართლი სპეციალისტი, პარლამენტის წევრი
- ბექა ლილუაშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პარლამენტის წევრი
- რუსუდან თევზაძე – სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი
- ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი
- ბერდია სიჭინავა – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი
- შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი
- კოტე ანანიაშვილი – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი
- გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე
- გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი
პარტიის თავმჯდომარეებირედაქტირება
სახელი | სურათი | წელი | |
---|---|---|---|
1 | გიორგი გახარია | 29 მაისი, 2021-დღემდე |
შედეგები არჩევნებზერედაქტირება
ადგილობრივირედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– | შედეგი |
---|---|---|---|---|---|
2021 | 137 764 | 7,81 | 115 / 2 068 |
ახალი | მესამე ადგილი |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 „გიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს“. ციტირების თარიღი: 2021-05-31.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 „"გახარიას გუნდში" უარყოფენ, რომ მომავალი პარტიის უკან ივანიშვილი დგას“. ციტირების თარიღი: 2021-05-31.
- ↑ „გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება“. ციტირების თარიღი: 2021-05-31.