ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია (დ. 16 ნოემბერი, 1972) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი.

ალექსანდრე მოწერელია
ალექსანდრე მოწერელია
ალექსანდრე მოწერელია (სურათზე მარცხნივ)
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
აგვისტო, 2018 – აგვისტო, 2020

დაბადებული16 ნოემბერი, 1972 (1972-11-16) (52 წლის)
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (ყოფილი)
საქართველოსთვის
მეუღლედიახ
შვილები3

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1972 წლის 16 ნოემბერს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. 1994-1995 წლებში მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომერციული განყოფილების ინჟინრად. იყო საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის საბაჟოს ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი. 1998-2002 წლებში იყო შპს „მაგთიკომის“ რეგიონული წარმომადგენელი სამეგრელოში. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსად. 2005-2007 წლებში იყო შპს „Fima-Georgia-ს“ მმართველი პარტნიორი და შპს „Cap Georgia-ს“ დირექტორი და პარტნიორი. 2013-2018 წლებში იყო „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე. 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის აგვისტომდე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება