ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
---|---|
თავმჯდომარე | ბიძინა ივანიშვილი |
გენერალური მდივანი | კახა კალაძე |
დაფუძნდა | 21 აპრილი, 2012 |
იდეოლოგია | დიდი კარავი |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპელი სოციალისტების პარტია (დამკვირვებელი) |
საერთაშორისო აკრედიტაცია | პროგრესული ალიანსი |
შტაბ-ბინა | ერეკლე II-ს მოედანი #3, თბილისი, საქართველო |
პარლამენტი | 90 / 150 |
საკრებულო | 39 / 50 |
ფერები | |
ისტორიარედაქტირება
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია რესპუბლიკურ პარტიასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან ერთად.[1][2] აპრილში, კოალიციას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შეუერთდა. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.[3] კოალიციამ ბლოკის სახით გადაწყვიტა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ოფიციალურად, კოალიციამ წინასარჩევნო კამპანია 27 მაისს მრავალათასიანი მიტინგით დაიწყო[4] და 29 სექტემბერს დაასრულა.[5] საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი 65 წევრიანი ფრაქცია შექმნა.
2013 წლის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, 24 ნოემბერს გაიმართა პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელახლა დაკომპლექტა პოლიტიკური საბჭო.
პოლიტიკური პლატფორმარედაქტირება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. მისი გამოცხადებული მიზნებია საშინაო პოლიტიკაში: სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში: ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ქართული ოცნება“ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანებას ესწრაფვის.
პარტიის თავმჯდომარეებირედაქტირება
- ბიძინა ივანიშვილი — 2012-2013
- ირაკლი ღარიბაშვილი — 2013-2015
- გიორგი კვირიკაშვილი — 2015-2018
- ბიძინა ივანიშვილი (მეორედ) — 2018 წლიდან
შედეგები არჩევნებშირედაქტირება
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შედეგი |
---|---|---|---|
2016 | საპარლამენტო | 48,7% | საკონსტიტუციო უმრავლესობა |
2017 | ადგილობრივი | 55,8% | საუკეთესო შედეგი |
2020 | საპარლამენტო | 48,15% |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- კოალიციის „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების“ ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიორედაქტირება
- ↑ ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 თებ.'12 / 14:11
- ↑ ივანიშვილის კოალიცია დაფუძნდა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'12 / 14:58
- ↑ ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაფუძნდა - სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აპრ.'12 / 18:31
- ↑ ქართული ოცნების მრავალათასიანი მიტინგი მშვიდობიანად დასრულდა რადიო თავისუფლება 27.05.2012
- ↑ ივანიშვილმა თბილისში მრავალათასიანი აქცია გამართა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 20:42