ვიქტორ ჯაფარიძე
ვიქტორ ჯაფარიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1966, მესტია) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
ვიქტორ ჯაფარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1966 |
დაბადების ადგილი | მესტია, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1994-1999 წლებში მუშაობდა მარნეულის კოოპერატიული მრეწველობის კომბინატში. 1999-2000 წლებში იყო მარნეულის ელექტროქსელის დირექტორი; 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ვიქტორ ჯაფარიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვიქტორ ჯაფარიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიორედაქტირება
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.