მესტია

დაბა საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი

მესტია (ყოფილი სეტი) — დაბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

დაბა
მესტია

მესტია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°02′44″ ჩ. გ. 42°43′47″ ა. გ. / 43.04556° ჩ. გ. 42.72972° ა. გ. / 43.04556; 42.72972
ადრეული სახელები სეტი
ამჟამინდელი სტატუსი 1968
ცენტრის სიმაღლე 1500
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1973[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,85 %
რუსები 0,15 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 410[2]
საფოსტო ინდექსი 3200[3]
ოფიციალური საიტი https://mestia.gov.ge/
მესტია — საქართველო
მესტია
მესტია — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მესტია

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ., თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ.

მესტიაში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C, იანვრის 6,4 °C, ივლისის 16,4 °C. აბსოლუტური მინიმალური - 35 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 35 °C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.

1968 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. 1971 წელს შემუშავდა მესტიის გენერალური გეგმა. 1974 წელს დაიდგა მიხეილ ხერგიანის ძეგლი (მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე), 1977 წელს აშენდა კინოთეატრი, ტურბაზა, სასტუმრო „უშბა“. 2010 წელს გაიხსნა აეროპორტი და ჰაწვალის საბაგირო გზა, ხოლო 2017 წელს ზურულდის საბაგირო გზა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1973 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 2600 -- --
2014   1973 947 1026

ტრანსპორტი

რედაქტირება

მესტიას ემსახურება ადგილობრივი მნიშვნელობის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი. მესტიის აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 8 მლნ ლარი დაუჯდა.[4] უახლოესი რკინიგზის სადგური მდებარეობს ზუგდიდში. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული საცხოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).

მესტიაში არის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.

ცნობილი მესტიელები

რედაქტირება

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება