მაქსიმე გვარლიანი

მაქსიმე გვარლიანი (დ. 21 ნოემბერი, 1914, დაბა მესტია, — გ. 19 იანვარი, 1993, დაბა მესტია) — ქართველი ალპინისტი, მეგზური, ალპინიზმის ინსტრუქტორი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951).[1]

მაქსიმე გვარლიანი
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1914
დაბა მესტია, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 1993
დაბა მესტია, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ალპინისტი
მეგზური
ალპინიზმის ინსტრუქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით მოეწყო მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონსა და პამირის მთიანეთში 1937 წელს, შხელდაზე 1950 წელს, შხარაზე 1952 წელს. 1954 წელს მისი ხელმძღვანელობით პირველად დაიპყრეს „გიორგი ნიკოლაძის“, „თეთნულდის მსხვერპლთა ხსოვნის“ და „ენგელსის“ მწვერვალები, 1955 წელს პამირში მეცნიერებათა აკადემიის ქედზე მწვერვალი „როსია“.

1942 წელს კავკასიის ფრონტზე სადაზვერვო ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებდა სარდლობის საგანგებო დავალებებს.

1934–1965 წლებში იყო მესტიის ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. არეშიძე, თამაზ. (13 ივნისი, 2016) იქნებ ვინმემ ითავოს ქართული ალპინიზმის ისტორიის შექმნა-გამოცემა. kvirispalitra.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022