ენგელსის პიკი — მწვერვალი ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში. მდებარეობს პამირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შაჰდარის ქედზე. სიმაღლე 6510 მ.[1] უმეტესწილად აგებულია გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით.[2] პიკის რაიონში, შაჰდარის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთების თხემზე არის მყინვარები. პიკის ჩრდილო საფუძველთან ნასპარის მყინვარია, ხოლო სამხრეთ საფუძველთან მყინვარი კიშტიჯარობი. მწვერვალის თავდაპირველი სახელწოდება იყო იმპერატრიცა მარიას პიკი, რომელიც მწვერვალს XIX საუკუნის ბოლოს ეწოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლის — მარიას (1847-1928) პატივსაცემად. საბჭოთა დროს მწვერვალს გადაარქვეს სახელი და მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის — ფრიდრიხ ენგელსის პატივსაცემად უწოდეს ენგელსის პიკი. მწვერვალი პირველად დაიპყრო მთასვლელთა ჯგუფმა ქართველი ალპინისტის მაქსიმე გვარლიანის ხელმძღვანელობით 1954 წელს.[3]

ენგელსის პიკი
ენგელსის პიკი
ენგელსის პიკი
კოორდინატები: 37°10′18″ ჩ. გ. 72°31′22″ ა. გ. / 37.17167° ჩ. გ. 72.52278° ა. გ. / 37.17167; 72.52278
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
სიმაღლე 6510 
ქედი შაჰდარის ქედი
პირველი ასვლა 1954
ენგელსის პიკი — ტაჯიკეთი
ენგელსის პიკი