ფრიდრიხ ენგელსი

გერმანელი პოლიტიკოსი, მეწარმე, ფილოსოფოსი და სამხედრო ისტორიკოსი

ფრიდრიხ ენგელსი (დ. 28 ნოემბერი, 1820, ბარმენი — გ. 5 აგვისტო, 1895, ლონდონი) — გერმანელი პოლიტიკოსი, მეწარმე, ფილოსოფოსი და სამხედრო ისტორიკოსი. იგი იყო კარლ მარქსთან ერთად მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ენგელსის მთავარი ნაშრომებია „ინგლისის მუშათა კლასის მდგომარეობა“, „ანტი-დიურინგი“, „ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასასრული“, „ოჯახის, სახელმწიფოსა და კერძო საკუთრების წარმოშობა“, „უტოპიური და მეცნიერული სოციალიზმი“.

ფრიდრიხ ენგელსი
გერმ. Friedrich Engels
დაბ. თარიღი 28 ნოემბერი, 1820(1820-11-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი ბარმენი, Province of Jülich-Cleves-Berg, პრუსიის სამეფო[15] [16]
გარდ. თარიღი 5 აგვისტო, 1895(1895-08-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [17] [8] [9] [10] [12] [14] (74 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[15]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
 გაერთიანებული სამეფო[16]
საქმიანობა ეკონომისტი[12] [13] , social scientist, პოლიტიკური თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი[12] [13] [16] [14] , მწერალი[12] , რევოლუციონერი[16] , სოციოლოგი[12] , ქალთა უფლებების დამცველი, ჟურნალისტი[12] , მეწარმე[16] , ისტორიკოსი[16] და ავტორი[16]
ალმა-მატერი ბერლინის უნივერსიტეტი
პარტნიორ(ებ)ი Mary Burns[18]
მამა ფრიდრიხ ენგელსი[19] [16]
დედა Elisabeth Franziska Mauritia van Haar[19]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ენგელსი დაიბადა პრუსიის სამეფოს ქალაქ ბარმენში, შეძლებული მეწარმის ოჯახში. რაინის პროვინცია იმ დროს გერმანიაში ყველაზე განვითარებულ სამრეწველო მხარეს წარმოადგენდა თავისი პროლეტარიატით.

1838 წელს ენგელსმა ოჯახური პირობების გამო ბრემენის ერთ-ერთ სავაჭრო ფირმაში ნოქრად დაიწყო მუშაობა. სავაჭრო სამიანობას ხელი არ შეუშლია მისთვის მიეღო მეცნიერული და პოლიტიკური განათლება. ენგელსი ეცნობოდა იმდროინდელ ლიტერატურას, მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ და ლიტერატურულ დაჯგუფებებში, რომელთა მოწოდება იყო პრაქტიკული მნიშვნელობა ახალი იდეების განვითარება. ჰეგელის ფილოსოფიის რევოლუციური მხარე ენგელსმა მაშინვე შეამჩნია და პირველმა შეაფასა, როდესაც იგი დაუკავშირდა მემარცხენე ჰეგელიანელების სკოლას. „წერილებში ვუპერტალიდან“ (1839) ენგელსმა აღწერა ბარმენსა და ელბერფელდში სამრეწველო პროლეტარიატის შრომისა და ცხოვრების პირობები, მოითხოვა გერმანიაში არსებული რეაქციული წყობილების დამხობა და საზოგადოებრივი პროგრესის განხორციელება.

ერთი წელი მსახურობდა არმიაში მოხალისედ. ორი წით გადასული იყო მაჩესტერში, სადაც მისი მამა ბამბის ფაბრიკის თანამშრომელი იყო. 1844 წელს თანამშრომლობდა „გერმანულ-ფრანგულ წელიწდეულში“, რომელიც პარიზში გამოდიოდა არნოლდ რაგისა და კარლ მარქსის რედაქტორობით. ამავე წელს დაბრუნდა ბარმენში და ესწრებოდა კომუნისტთა შეკრებებს. 1846 წელს მარქსთან ერთად გაერთიანდა საიდუმლო კავშირში, რომელიც ინტერნაციონალის წინამორბედი იყო. 1847 წელს ლონდონში ჩატარებულ კავშირის ორ კონგრესზე წარმოადგენდა პარიზის საზოგადოებას. 1848 წელს მარქსთან ერთად დაწერა „კომუნისტური კავშირის მანიფესტი“. 1848-1849 წლებში მუშაობდა „ახალი რაინის გაზეთში“, რომელიც გამოდიოდა მარქსის რედაქტორობით. გაზეთის აკრძალვის შემდეგ სტატიებს აქვეყნებდა „პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიმოხილვაში“. იყო ელბერფელდში მომხდარი აჯანყების მომსწრე. მონაწილეობდა ბადენ-პალატინატის კამპანიაში, როგორც ადიუტანტი ვილიხის მოხალისეთა კორპუსიდან. ბადენის აჯანყების ჩახშობის შემდეგ დევნილის სტატუსით ჩავიდა ინგლისში. 1850 წელს დაუბრუნდა მამის ფირმას. 1869 წელს თავი დაანება ბიზნესს, მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებასა და მუშათა საერთაშორისო მოძრაობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
  5. 5.0 5.1 Babelio — 2007.
  6. 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Internet Philosophy Ontology project
  10. 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 BeWeB
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 14.2 Olomouc City Library regional database
  15. 15.0 15.1 Энгельс Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 16.7 Catalog of the German National Library
  17. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  18. https://www.newworldencyclopedia.org/entry/Friedrich_Engels#England
  19. 19.0 19.1 Pas L. v. Genealogics — 2003.