ადამ სმითი
ადამ სმითი (ინგლ. Adam Smith); ( სავარაუდოდ დ. 5 ივნისი, 1723, კერკოლდი, შოტლანდია ― გ. 17 ივლისი, 1790, ედინბურგი) — შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სმითის მრავალ ნაშრომებს შორის ყველაზე უფრო ცნობილია: „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ (1759) და „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776), რომელსაც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა. შემდგომში სწორედ ეს უკანასკნელი იქცა მის უდიდეს ნამუშევრად (Magnum opus).
ადამ სმითი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი | Adam Smith |
დაბ. თარიღი | 16 ივნისი, 1723 |
დაბ. ადგილი | კერკოლდი[1] |
გარდ. თარიღი | 17 ივლისი, 1790[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ედინბურგი[1] |
დასაფლავებულია | კენონგეიტის ეკლესიის ეზო |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის სამეფო |
საქმიანობა | ეკონომისტი, არამხატვრული მწერალი, ფილოსოფოსი, მწერალი[10] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა, ეთიკა, პოლიტიკური ფილოსოფია, ეკონომიკური თეორია და ეკონომიკური ლიბერალიზმი |
დამსაქმებელი | ედინბურგის უნივერსიტეტი და გლაზგოს უნივერსიტეტი |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | ლონდონის სამეფო საზოგადოება, ედინბურგის სამეფო საზოგადოება და U.S.-Japan Caucus[11] |
გავლენა მოახდინეს
| |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი[13], ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი და ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[14] |
ალმა-მატერი | გლაზგოს უნივერსიტეტი და ბალიოლის კოლეჯი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | ფრენსის ჰატჩესონი |
ხელმოწერა |
![]() |
სახელგანთქმული ნამუშევარი | თეორია მორალური გრძნობების შესახებ ან გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ |
ბიოგრაფიარედაქტირება
ადრეული ცხოვრებარედაქტირება
ადამ სმითი დაიბადა კერკოლდში, ფაიფის ოლქში, შოტლანდიაში. მამამისი, რომელსაც ასევე ადამი ერქვა, მწერალი, ადვოკატი, სამხედრო პროკურორი და კერკოლდის სასაზღვრო პუნქტის კონტროლიორი იყო,[15] დედა, მარგარეტ დუგლასი მიწათმფლობელი ჯონ დუგლასის ქალიშვილი იყო. მათ 1720 წელს იქორწინეს. მამამისი ადამის დაბადებიდან ორ თვეში დაიღუპა. ადამის შოტლანდიის ეკლესიაში, კერძოდ კი კერკოლდში მონათვლის თარიღად 1723 წლის 5 ივნისი ითვლება,[16] ამავე თარიღს განიხილავენ მისი დაბადების თარიღადაც, რომელიც სინამდვილეში უცნობია.[15] სმითის ბავშვობის შესახებ არსებული ცნობები შოტლანდიელი ჟურნალისტის ჯონ რეის დამსახურებაა, იგი სმითის ბიოგრაფი იყო. მანვე გააკეთა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ჰყავდათ 3 წლის სმითი ტყვედ ბოშებს, მანამ სანამ მის დასახსნელად არ მივიდნენ სხვები.[17] იმის ფონზე, რომ მას მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ მან უბიძგა ადამსს გაჰყოლოდა თავის აკადემიურ მისწრაფებებს.[18] სმითი სწავლობდა კერკოლდის თვითმმართველ სკოლაში 1729–1737 წლებში, რომელსაც ჯონ რეი ახასიათებს, როგორც იმდროინდელი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლას,[19] იგი სწავლობდა ლათინურ ენას, მათემატიკას, ისტორიასა და დამწერლობას.[18]
ფორმალური განათლებარედაქტირება
სმითმა გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლა 1737 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო, სწავლობდა ეთიკას, მის შეხედულებებსა და ნაშრომებში იგრძნობა ფრენსის ჰატჩესონის გავლენა.[18] უნივერსიტეტში სწავლისას ილტვოდა თავისუფლების, გონებრივი განვითარებისა და სიტყვის თავისუფლებისკენ. 1740 წელს მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი და ნაწილობრივი სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც 1746 წლამდე სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას.[20]
1748—1750 წლებში სმითი ლიტერატურასა და ბუნებით სამართალში საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგში. 1751 წლიდან ლოგიკის პროფესორი გლაზგოს უნივერსიტეტში, 1752 წლიდან — ზნეობრივი ფილოსოფიის პროფესორი. 1755 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატიები ჟურნალში „ედინბურგული მიმოხილვა“. 1759 წელს გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ნაშრომი „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“, რომელმაც უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1762 წელს მიიღო იურიდიული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი.
1764—1766 წლებში სმითი იმყოფებოდა ტულუზაში, ჟენევაში, პარიზში, შეხვდა ვოლტერს, კლოდ გელვეცის, პოლ გოლბახს, დიდროს, დ'ალამბერის და სხვა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს. სამშობლოში დაბრუნებისას იგი ჯერ კერკოლდში, მოგვიანებით კი უკვე ლონდონში ცხოვრობდა, თავის ეპოქალური ნაშრომს, კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ 9 წლის განმავლობაში ჰქმნიდა, რომელიც პირველად 1776 წელს გამოიცა.
1778 წლიდან სასაზღვრო სამსახურში ჩადგა ედინბურგში, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში ედინბურგში.
ძირითადი იდეებირედაქტირება
XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლობას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა. კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია სწორედ ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის — დეივიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. ადამიანის საქმიანობის ძირითად მოტივად სმითი მიიჩნევს ინდივიდის ლტოლვას საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი. საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით, ადამიანი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. ამგვარი ლტოლვა განაპირობებს ყველა ქმედებას და აყალიბებს სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში. ამ მოვლენას ადამ სმითმა „ბაზრის უხილავი ხელი“უწოდა.
საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ ადამ სმითი ორ მთავარ ფაქტორს: პროდუქციის წარმოებასა და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის ძირითად ფაქტორად. ქინძისთავის მანუფაქტურის მაგალითზე სმითმა ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად იზრდება შრომის მოცულობა სპეციალიზაციის შედეგად. შრომის განაწილების ცალკეული შეხედულებები ჯერ კიდევ ადამ სმითის წინამორბედების მიერაა შესწავლილი, თუმცა მან აღნიშნულ თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და დაადასტურა, რომ სიმდიდრის წყაროს სწორედ შრომა წარმოადგენს. ადამ სმითმა ასევე საფუძველი ჩაუყარა შრომის ღირებულების თეორიას, რომლის ძირითადი საფუძველია საქონლის ღირებულების განსაზღვრა იმ შრომის მიხედვით, რაც პროდუქციის დასამზადებლად დაიხარჯა. გაწეული შრომის მოცულობა ასევე განსაზღვრავს საქონლის გაცვლით ღირებულებასაც.
სმითმა გამოჰყო ძირითადი კლასები: მიწათმფლობელები, ფინანსური (სესხის გამცემი) კაპიტალისტები და ღარიბი მუშახელი. ხელფასის, მოგებისა და მიწის რენტის თეორიები მაღალი ეფექტურობით იქნა ჩამოყალიბებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სმითის მოსაზრება, რომ ქვეყნის სიმდიდრისა და განვითრების მთავარ პირობას შეადგენს Laissez-faire პრინციპი, რაც სამეურნეო საქმიანობის თავისუფლებას გულისხმობს. რაც უფრო მცირეა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მით უკეთესი პირობები იქმნება მისი განვითარებისათვის. საელმწიფოს მხრივ რეგულირების პრაქტიკის გაძლიერების საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საზოგადოებრივ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
ადამ სმითის კვლევამ ეწინააღმდეგებოდა მერკანტილისტურ იდეებს ოქროსა და ვერცხლის დაგროვების უპირატესობის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ ქვეყნის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს მატერიალური დოვლათის შექმნა. ადამ სმითი სამრეწველო ბურჟუაზიის იდეოლოგი იყო, რომელიც ილაშქრებდა კაპიტალიზმის განვითრებისათვის ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების წინააღმდეგ, როგორსაც წარმოადგენენ ფეოდალური გადმონაშთები. მთლიანობაში ადამ სმიტის დამსახურება ისტორიული ხასათისაა, რადგან მან შესძლო განესაზღვრა და ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე.
ლიტერატურარედაქტირება
- Bussing-Burks, Marie (2003). Influential Economists. Minneapolis: The Oliver Press. ISBN 1-881508-72-2.
- Rae, John (1895). Life of Adam Smith. New York City: Macmillan Publishers. ISBN 0722226586.
- Buchholz, Todd (1999). New ideas from Dead Economists: An introduction to modern economic thought. Penguin Books. ISBN 0140283137.
- Bonar, James (1895). A Catalogue of the Library of Adam Smith. London: Macmillan. OCLC 2320634.
- Buchan, James (2006). The Authentic Adam Smith: His Life and Ideas. W. W. Norton & Company. ISBN 0-393-06121-3.
- Buchholz, Todd (1999). New ideas from Dead Economists: An introduction to modern economic thought. Penguin Books. ISBN 0-14-028313-7.
- Bussing-Burks, Marie (2003). Influential Economists. Minneapolis: The Oliver Press. ISBN 1-881508-72-2.
- Campbell, R. H. (1985). Adam Smith. Routledge. ISBN 0-7099-3473-4.
- Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- Rae, John (1895). Life of Adam Smith. London & New York: Macmillan. ISBN 0-7222-2658-6.
- Ross, Ian Simpson (1995). The Life of Adam Smith. Oxford University Press. ISBN 0-19-828821-2.
- Skousen, Mark (2001). The Making of Modern Economics: The Lives and Ideas of Great Thinkers. M.E. Sharpe. ISBN 0-7656-0480-9.
- Smith, Adam [1776] (1977). An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations. University Of Chicago Press. ISBN 0-226-76374-9.
- Smith, Adam [1759] (1982). რედ. D.D. Raphael and A.L. Macfie: The Theory of Moral Sentiments. Liberty Fund. ISBN 0-86597-012-2.
- Smith, Adam [1759] (2002). რედ. Knud Haakonssen: The Theory of Moral Sentiments. Cambridge University Press. ISBN 0-521-59847-8.
- Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- Tribe, Keith (2002). A Critical Bibliography of Adam Smith. Pickering & Chatto. ISBN 978-1-85196-741-4.
- Viner, Jacob (1991). რედ. Douglas A. Irwin: Essays on the Intellectual History of Economics. Princeton, New Jersey: Princeton University Press. ISBN 0-691-04266-7.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Смит Адам // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1995.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ BD Gest'
- ↑ the Internet Philosophy Ontology Project
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner
- ↑ https://usjapancaucus-castro.house.gov/members
- ↑ 12.0 12.1 https://www.college.columbia.edu/core/content/adam-smith
- ↑ https://pictures.royalsociety.org/image-rs-14165
- ↑ http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/smith_adam.shtml
- ↑ 15.0 15.1 Rae 1895, p. 1
- ↑ Buchan 2006, p. 12
- ↑ In Life of Adam Smith, Rae writes, "In his fourth year, while on a visit to his grandfather's house at Strathendry on the banks of the Leven, [Smith] was stolen by a passing band of gypsies, and for a time could not be found. But presently a gentleman arrived who had met a gypsy woman a few miles down the road carrying a child that was crying piteously. Scouts were immediately dispatched in the direction indicated, and they came upon the woman in Leslie wood. As soon as she saw them she threw her burden down and escaped, and the child was brought back to his mother. [Smith] would have made, I fear, a poor gypsy.
- ↑ 18.0 18.1 18.2 Bussing-Burks 2003, p. 39
- ↑ Rae 1895, p. 5
- ↑ Buchan 2006, p. 22