კირკა
კირკა (გერმ. Kirche - ეკლესია) — კ. მარჯანიშვილის მოედნისა და მარჯანიშვილის ქუჩის ძველი სახელწოდება და ეკლესია ძველ თბილისში.
აქ 1818-1820 წლებში დასახლდნენ ვიუტემბერგელი გერმანელი მოახალშენეები. უბნის გაშენების შემდეგ შეიქმნა მოედანი, აიგო ხის ლუთერანული ეკლესია („კირხე“), რომლის გამოც გაჩნდა ტოპონიმი „კირკა“ - კირკის ქუჩა; 1897 წელს აშენდა აგურის ახლანდელი ლუთერანული ეკლესია, რომელისც 1946-1947 წლებში მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით აიღეს. ახალი კუკიის უბანში არსებობდა გერმანელ ლუთერანთა სასაფლაო. ამჟამად გაუქმებული ძველი სასაფლაოს ადგილას სკვერია გაშენებული და დგას მაქსიმ გორკის ძეგლი. 1996-1997 წლებში ლუთერანთა ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე აშენდა ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002