პოლ სამუელსონი
პოლ ენტონი სამუელსონი (ინგლ. Paul Anthony Samuelson; დ. 15 მაისი, 1915, გერი (ინდიანა) — გ. 13 დეკემბერი, 2009, ბელმონტი) — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1970) „სამეცნიერო ნაშრომისთვის, რომელშიც განავითარა სტატისტიკური და დინამიკური ეკონომიკური თეორიები და ეკონომიკური მეცნიერებების სფეროში ანალიზის საერთო დონის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.“ ავტორია პოპულარული წიგნისა „ეკონომიკა: წინასწარი ანალიზი“, რომელიც 1948 წელს გამოიცა და კეინსიანიზმის პრინციპების შესახებ არსებული რიგით მეორე წიგნი გახდა.
პოლი დაიბადა ინდიანას შტატის პატარა ქალაქ გერიში, პოლონეთიდან ემიგრირებული ებრაელების — ფრენკ სამუელსონისა და ელა ლიპტონის ოჯახში. სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში. ითვლება „ნეოკლასიკური სინთეზის“ ინიციატორად, რომელიც ერთ კონცეფციაში აერთიანებს ნეოკლასიკურ და კეინსიანისტურ მაკროეკონომიკას. ნეოკეინსიანიზმის მიმართულების დამფუძნებელი. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1956—59). გარდაიცვალა საკუთარ სახლში ბელმონტში (მასაჩუსეტსი) 2009 წლის 13 დეკემბერს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Maurice Allais, Nobel Winner, Dies at 99 // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2010. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Professor and Columnist Wins Economics Nobel // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2008. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ 4.0 4.1 4.2 NNDB — 2002.
- ↑ https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
- ↑ http://library.mit.edu/item/000760048
- ↑ 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 7.16 7.17 7.18 7.19 Mathematics Genealogy Project — 1997.