მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ინგლ. Massachusetts Institute of Technology, აბრევიატურა Mit) — კერძო უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში (აშშ). „მიტი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიებსა და აკადემიურ განყოფილებებს შორისაა ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია, უაიტჰედის ინსტიტუტი, ბროუდის ინსტიტუტი, სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, საინჟინრო სისტემათა განყოფილება და ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარვარდ-მიტის განყოფილება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დღევანდელი კამპუსი, რომელიც 68 ჰექტარს მოიცავს, 1916 წელს გაიხსნა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
MIT logo.svg
MIT logo.svg
დევიზი Mens et Manus — „გონება და ხელი“[1]
დაფუძნდა 10 აპრილი, 1861 (1861-04-10)
დამფუძნებელი (-ები) William Barton Rogers
ტიპი კერძო
ფონდები 18 381 518 000[2]
თავმჯდომარე Cynthia Barnhart და Sally Kornbluth[3]
სტუდენტი 11 574[4]
მისამართი 77 Massachusetts Avenue, Cambridge, MA, 02139-4307[2]
მდებარეობა კემბრიჯი
ქალაქი კემბრიჯი
შტატი მასაჩუსეტსი
ქვეყანა აშშ
ტელეფონი +1-617-253-1000[5]
კავშირები Digital Library Federation[6] , IIIF Consortium[7] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[8] , DDI Alliance[9] , LIGO Scientific Collaboration[10] , Coalition for Networked Information[11] , Consortium of Social Science Associations[12] , Shibboleth Consortium[13] , arXiv[14] და Open Education Global[15]
კარნეგის კლასიფიკაცია doctoral university: highest research activity[16] , majority graduate[16] , research doctoral: comprehensive programs, no medical/veterinary school[16] , four-year, large, highly residential[16] , four-year, full-time, more selective, lower transfer-in[16] და balanced arts & sciences/professions, high graduate coexistence[16]
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი — აშშ
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
mit.edu

მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.[17][18][19] მრავალი წლის განმავლობაში „მიტის“ საინჟინერო სკოლა საუკეთესოდ იყო დასახელებული U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერ.[20] ამავე რეიტინგების მიხედვით წარმატებულია „მიტის“ კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, ლინგვისტიკის, ზუსტი მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტები.[21] 2014 წელს მიტმა მესამე ადგილი დაიკავა ჟურნალ „Money“-ის რეიტინგში „საუკეთესო უნივერსიტეტი თქვენი ფულისთვის“. ამავე წელს „Forbes“-მა იგი დაასახელა მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად.[22] მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, იგი მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი იქნებოდა.

კურსდამთავრებულებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Symbols: Seal. MIT Graphic Identity. MIT. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2010.
  2. 2.0 2.1 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
  3. https://news.mit.edu/2022/sally-kornbluth-named-MIT-president-1020
  4. http://ir.mit.edu/cds-2019/#B
  5. https://www.linkedin.com/school/mit/about/
  6. https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
  7. http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
  8. https://sparcopen.org/who-we-are/members/
  9. http://www.ddialliance.org/ddi-membership
  10. https://space.mit.edu/LIGO/
  11. https://web.archive.org/web/20200122180935/https://www.cni.org/about-cni/membership/members
  12. https://www.cossa.org/members/
  13. https://www.shibboleth.net/about-us/members/
  14. Our Members / Platinum Members
  15. https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
  17. Avery, Christopher; Glickman, Mark E.; Hoxby, Caroline M; Metrick, Andrew (December 2005). „A Revealed Preference Ranking of U.S. Colleges and Universities, NBER Working Paper No. W10803“. National Bureau of Economic Research. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  18. 2012 Parchment Top Choice College Rankings: All Colleges. Parchment Inc.. ციტირების თარიღი: June 5, 2012.
  19. Coughlan, Sean. (15 September 2014) What makes a global top 10 university?. ციტატა: „It's the third year in a row that [MIT] … has been top of the QS World University Rankings. The biggest single factor in the QS rankings is academic reputation … calculated by surveying more than 60,000 academics… Universities with an established name and a strong brand are likely to do better.“
  20. NRC Rankings. ციტირების თარიღი: October 9, 2008.
  21. „MIT undergraduate engineering again ranked No. 1“. MIT News Office. August 17, 2010.
  22. Chen, Liyan. Startup Schools: America's Most Entrepreneurial Universities. Forbes LLC (August 18, 2014). ციტირების თარიღი: 2014-08-18.