ბენ შალომ ბერნანკე (ინგლ. Ben Bernanke; დ. 13 დეკემბერი, 1953) — ამერიკელი მაკროეკონომისტი, აშშ-ის ფედერალურის რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლის თებერვლიდან 2014 წლის თებერვლამდე. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი 2002-2005 წლებში. ასევე პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე. 2005 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბუშმა იგი ალან გრინსპენის შემცვლელად დაასახელა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე.

ბენ ბერნანკე
ინგლ. Benjamin Shalom Bernanke
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი, 1953(1953-12-13)[1] [2] [3] (70 წლის)
დაბ. ადგილი ოგასტა
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ეკონომისტი[4] , პოლიტიკოსი, პროფესორი[5] , banker და მასწავლებელი[4]
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და ბრუკინგსის ინსტიტუტი[6]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[7] [8] [9] , მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და Dillon High School[10]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, ადამ სმიტის პრემია, ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[11] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო და ნობელის პრემია ეკონომიკაში[12]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა აუგუსტაში, ჯორჯიაში, საშუალო სკოლა უმაღლესი ქულებით დაამთავრა 1971 წელს დილონში, სამხრეთ კაროლინაში; ჰარვარდის უნივერსიტეტი 1975 წელს (summa cum laude); ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში 1979 წელს. ასწავლიდა სტენფორდის უნივერსიტეტში 1979-1985 წლებში, შემდეგ კი პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში პროფესორი ხდება. 1996-2002 წლებში ამ დეპარტამენტის თავმჯდომარეა, რის შემდეგაც სახელმწიფო სამსახურში გადადის. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ლექცია აქვს წაკითხული ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მონეტარულ თეორიასა და პოლიტიკაზე და დაწერილი აქვს სამი სახელმძღვანელო მაკროეკონომიკაში.

იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორი და ჟურნალი ამერიკის ეკონომიკური მიმომხილველის რედაქტორი. მისი ინტერესთა საგანია დიდი დეპრესიის მიზეზები - აშშ-ის ისტორიის პერიოდი, რომელსაც განსაკუთრებული მონეტარული დეფლაცია ახლდა თან. არის ეკონომეტრიკის საზოგადოების სტიპენდიატი.

ბენ ბერნანკე დაქორწინებულია პროფესიით ესპანური ენის მასწავლებელ ანა ბერნანკეზე, რომელიც პრინსტონის დღის სკოლაში ასწავლის. ჰყავთ ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Encyclopædia Britannica
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. Munzinger Personen
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
  5. These three words could save Japan’s economy // The Washington Post / M. MurrayWashington: Fred Ryan, 2014. — ISSN 0190-8286; 2641-9599
  6. https://www.nasonline.org/about-nas/events/annual-meeting/nas159/2021-ceremony.html
  7. Ben Bernanke Biography // Biography: Historical & Celebrity Profiles
  8. Ben S. Bernanke
  9. At Harvard, They Hail a Fed Chief // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2008. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  10. The Philadelphia Inquirer // The InquirerPHL: 2006. — P. C02. — ISSN 0885-6613; 2165-1728
  11. https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/current
  12. The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2022