მანჰეტენი
მანჰეტენი (ინგლ. Manhattan) — მიუთითებს ამავე სახელწოდების კუნძულზე და ნიუ-იორკის ხუთიდან ერთ-ერთ რაიონზე (Borough), რომელიც თავის მხრივ მოიცავს თავად მანჰეტენის კუნძულს და სხვა რამდენიმე მცირე კუნძულსა და კონტინენტის მცირე ნაწილს. ამ რაიონს ასევე ნიუ-იორკის ქაუნთი ჰქვია და მისამართები მანჰეტენის რაიონში ტიპურად აღინიშნება, როგორც New York, NY. 2015 წლის აშშ-ის აღწერის მიხედვით რაიონის მოსახლეობა შეადგენდა 1,644,518 ადამიანს, თუმცა ეს ქაუნთი გეოგრაფიულად ყველაზე მცირეა აშშ-ში მხოლოდ 61.4 კმ² მიწით. 27,812.2 ადამიანით კვ. კმ-ზე ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქაუნთია როგორც თავად ნიუ-იორკში, ასევე მთელ შეერთებულ შტატებშიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Lower East Side Preservation Initiative
- Manhattan Borough President official site
- New York City Government with links to Manhattan specific agencies