ედინბურგი (ინგლ. Edinburgh) — შოტლანდიის დედაქალაქი. მოსახლეობის მხრივ ედინბურგი შოტლანდიაში მხოლოდ გლაზგოს ჩამორჩება, დიდი ბრიტანეთში კი ამ დასახლებას მეშვიდე ადგილი უკავია. ქალაქ ედინბურგის მუნიციპალური საბჭო არის შოტლანდიის 32 ადგილობრივი მმართველობის საბჭოდან ერთ-ერთი. ედინბურგის მუნიციპალური საბჭოს ტერიტორიაში ქალაქ ედინბურგთან ერთად შედის, მის გარშემო არსებული ურბანული ტერიტორიაც, სულ 78 კმ².

ქალაქი
ედინბურგი
Edinburgh
დროშა გერბი


Nisi Dominus Frustra
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რეგიონი შოტლანდია
კოორდინატები 55°56′58″ ჩ. გ. 3°09′37″ დ. გ. / 55.94944° ჩ. გ. 3.16028° დ. გ. / 55.94944; -3.16028
ქალაქის მერი Frank Ross[1]
დაარსდა VII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1889
ფართობი 259 კმ²
ცენტრის სიმაღლე 47±1 მეტრი
მოსახლეობა 477,660 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1,844 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი 0131
საფოსტო ინდექსი EH
ოფიციალური საიტი edinburgh.gov.uk
ედინბურგი — გაერთიანებული სამეფო
ედინბურგი
ედინბურგი — შოტლანდია
ედინბურგი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 728
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ შოტლანდიაში, ნორვეგიის ზღვის სანაპირო ზოლში. ედინბურგში არის განსაკუთრებული არქიტექტურა, რის გამოც ეს დასახლება ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. აქვე მდებარეობს შოტლანდიის პარლამენტის შენება. შოტლანდიის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არის ედინბურგის უნივერსიტეტი. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად ძველ და ახალ ედინბურგად. 1995 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. 2009 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, აქ ცხოვრობდა 477,660 კაცი.[2]

ედინბრუგში ყოველწლიურად იმართება მრავალი ფესტივალი. ამ დასახლებას ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს, ტურისტების რაოდენობის მხრივ ედინბურგს ქალაქ ლონდონის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მეორე ადგილი უკავია.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება