Magnum opus
ხელოვანის, მწერლის ან კომპოზიტორის უდიდესი ნამუშევარი
Magnum opus (ზოგჯერ Opus magnum; ლათ. „უდიდესი ნამუშევარი“) — მწერლის, მხატვრის ან კომპოზიტორის საუკეთესო, ყველაზე ცნობილი ნამუშევარი. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის მაგნუმ ოპუსია „მონა ლიზა“, ჯგუფ Depeche Mode-ის — კომპოზიცია Enjoy the Silence, ხოლო Led Zeppelin-ის — Stairway to Heaven. ტერმინი აგრეთვე გამოიყენება გამოჩენილ ლიტერატურულ, მხატვრულ ან მუსიკალურ შედევრებთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგალითად, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.