შვედური ენციკლოპედია

შვედური ენციკლოპედია იგივე Nationalencyklopedin (NE, ნაციონალური ენციკლოპედია) — ერთ-ერთი უმსხვილესი საცნობარო გამოცემა შვედურ ენაზე. ბეჭდური ვერსია 20 ტომისგან შედგება და 172 000 სტატიას მოიცავს, ინტერნეტ-ვერსიაში კი 260 000 სტატიაზე მეტია 2005 წლის მდგომარეობით.

Nationalencyklopedin, ოცტომეულის პირველი 10 ტომი, 1989—1996

პროექტი 1985 წელს დამტკიცდა; იმხანად სამთავრობო კომიტეტმა გამომცემლის ძიება დაიწყო, რაც ამავე წელს დასრულდა. გამოცემაზე პასუხისმგებლობა გამომცემლობა „ბრა ბეკერმა“ იკისრა. ენციკლოპედია სახელმწიფო გრანტით დაფინანსდა.

ინტერესი გამოცემისადმი უპრეცედენტოდ მაღალი აღმოჩნდა, ჯერ კიდევ პირველი ტომის გამოცემამდე, 1989 წელს, 54 000 შეკვეთა იყო მიღებული. უკანასკნელი ტომი 1996 წელს გამოიცა, 2000 წელს დამატებით სამი განახლებული ტომი გამოქვეყნდა.

მონათესავე პროექტებია:

  • NE: Ordbok — სამტომეული ლექსიკონი (1995—1996)
  • NE: Årsband — ტომები მიმდინარე მოვლენების აღწერით და ცვლადი ინფორმაციით, გამოდის 1997 წლიდან
  • NE: Sverigeatlas — ატლასი შვედეთი (1998)
  • NE: Världsatlas — მსოფლიოს ატლასი (1998)
  • NE-spelet — თამაში ვიქტორინა 8000 შეკითხვით (1999)

1997 წელს ენციკლოპედიის ციფრული ვერსია გამოვიდა 6 კომპაქტ-დისკზე, შემდეგ DVD-დისკზე, 2000 წელს კი ენციკლოპედია ინტერნეტში გამოჩნდა ხელმომწერთათვის. ინტერნეტ-ვერსია ენციკლოპედიას განახლებული სახით წარმოადგენს. ელექტრონულ გამოცემას თან ინგლისურ-შვედური ლექსიკონიც ახლავს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება