შვედური ვიკიპედია
შვედურენოვანი ვიკიპედია (შვედ. Svenskspråkiga Wikipedia, 2006 წლამდე შვედური ვიკიპედია Svenska Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება შვედურ ენაზე.
შვედური ვიკიპედია Svenskspråkiga Wikipedia | |
---|---|
მისამართი: | sv.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | შვედური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2001 წლის მაისი |
სტატიების რაოდენობა: | 2 596 487 |
გვერდების რაოდენობა: | 6 268 893 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 56 001 773 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 926 254 |
აქტიური მომხმარებელი: | 2 017 |
ადმინისტრატორი: | 66 |
სიღრმე: | 17.9 |
2011 წლის 28 დეკებრისთვის შვედურენოვანი ვიკიპედიის სტატიათა რაოდენობა 418 652 ერთეულია (და პორტუგალიურ ვიკიპედიას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება.). სულ დარეგისტრებულია 253 751 მომხმარებელი, მათგან 2820 აქტიური მომხმარებელია. შვედური ვიკიპედიის ადმინისტრაცია 2006 წლის მარტიდან აქტიურად იცვლება. 2005 წლის მარტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შვედური ვიკიპედია არათავისუფალ სურათებს fair use-ის თანახმად გამოიყენებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გერბის ან ემბლემის სახით იქნებოდა გამოსახულება წარმოდგენილი.
ისტორია
რედაქტირებავიკიპედიის შვედურენოვანმა გვერდმა ინგლისური და კატალანური ვერსიების შემდეგ სტარტი 2001 წლის მაისში გერმანული ვიკიპედიის კვალდაკვალ აიღო.
შვედური ვიკიპედია თავდაპირველად susning.nu-ს — 2001 წელს ლარს არონსონის მიერ შექმნილი ვიკი-საიტი, რომელიც 2003 წელს მსოფლიოს რიგით მეორე საიტად დასახელდა — უწევდა კონკურენციას. 2004 წლის აპრილში susning.nu თითქმის ყველა მომხმარებლისთვის დაიხურა, ამიტომ მისი მომხმარებლების უმეტესობამ ვიკიპედიაში გადაინაცვლა. უკვე 2005 წლის 4 იანვრისთვის შვედურენოვანმა ვიკიპედიამ სტატიათა რაოდენობით susning.nu-ს გადაუსწრო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შვედური ვიკიპედია (თავფურცელი)
- susning.nu დაარქივებული 2006-01-04 საიტზე Wayback Machine.