21 ნოემბერი
თარიღი
21 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 325-ე დღე (ნაკიან წლებში – 326-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 40 დღე.
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1272 : ჰენრი III-ის გარდაცვალების შემდეგ ინგლისის მეფედ პრინცი ედუარდი აკურთხეს.
- 1386 : თემურლენგმა აიღო და გაძარცვა საქართველოს დედაქალაქი თბილისი, მეფე ბაგრატ V კი დაატყვევა.
- 1789 : ჩრდილოეთი კაროლინა აშშ-ის მე-12 შტატი ხდება.
- 1806 : ნაპოლეონი ინგლისს კონტინენტურ ბლოკადას უცხადებს.
- 1877 : თომას ედისონი ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრაფის გამოგონების შესახებ აქვეყნებს განცხადებას.
- 1905 : გამოქვეყნდა ალბერტ აინშტაინის სტატია „ემყარება სხეულის ინერცია მის ენერგიას?“, რომელშიც აღწერილია ენერგიასა და მასას შორის დამოკიდებულება, რამაც საფუძველი ჩაუყარა განთქმულ ფორმულას e=mc².
- 1920 : სისხლიანი კვირა ინგლის-ირლანდიის ომში.
- 1922 : რებეკა ლატიმერ ფელტონი ჯორჯიიდან პირველი ქალი სენატორი ხდება აშშ-ში.
- 1934 : ელა ფიცჯერალდის სასიმღერო დებიუტი შედგა აპოლოს თეატრში, ჰარლემში, ნიუ-იორკი.
- 1962 : არადი ქალაქად გამოცხადდა.
- 1995 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო დაიხურა 5.000 ნიშნულს ზემოთ პირველად.
- 2002 : ნატო იწვევს ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას გასაწევრიანებლად.
- 2004 : პარიზის კლუბი თანხმდება ერაყის საგარეო ვალის 80%-ის ($100 მილიარდ) ჩამოწერას.
- 2005 : საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
- 2005 : ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პარტია ლიკუდს ტოვებს და საკუთარ პარტიას, კადიმას, აყალიბებს.
- 2006 : საერთაშორისო კონსორციუმმა ხელი მოაწერა ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის განვითარების პროექტს.
- 2007 : საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
- 2017 : ზიმბაბვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა.
- 2024 :
- ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა.
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე, ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე და ჰამასის ლიდერ მოჰამედ დეიფზე პალესტინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში დაკავების ორდენი გასცა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1694 : ვოლტერი — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი (გ. 1778)
- 1854 : ბენედიქტე XV — რომის პაპი (გ.1922)
- 1862 : გაბაშვილი, გიორგი (გიგო) — ქართველი ფერმწერი
- 1931 : რევაზ დოღონაძე — ქართველი მეცნიერი
- 1938 : იზა ორჯონიკიძე — ქართველი პოეტესა
- 1965 : ბიორკი — ისლანდიელი მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 496 : გელასიუს I — რომის პაპი
- 1844 : ივანე კრილოვი — რუსი მწერალი
- 1916 : ფრანც-იოსები I — ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე
- 1969 : მუტესა II ბუგანდელი — უგანდის პრეზიდენტი
- 1970 : ჩანდრასეხარა ვენკატა რამანი — ინდოელი ფიზიკოსი
- 1983 : ჯაყელი, გაიოზ — ქართველი ინჟინერი
- 1996 : აბდუს სალამი — პაკისტანელი ფიზიკოსი
- 2001 : სალაჰუდინ აბდულ აზიზ შახ იბნ ალმარჰუმი სულთანი ჰისამუდინ ალამ შახ ალ-ჰაჯი — მალაიზიის სულთანი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- მთავარანგელოზობა – კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: