გინტაუტას პალუცკასი
გინტაუტას პალუცკასი (ლიეტ. Gintautas Paluckas; დ. 19 აგვისტო, 1979, პანევეჟისი, ლიტვის სსრ, სსრკ) — ლიტველი პოლიტიკოსი. 2024 წლის ნოემბერში აირჩიეს ლიტვის მე-18 პრემიერ-მინისტრად, სადაც იგი შეცვლის ინგრიდა შიმონიტეს. პალუცკასი იყო ვილნიუსის მერის მოადგილე 2015 წლიდან 2019 წლამდე და ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (LSDP) ლიდერი 2017 წლიდან 2021 წლამდე. პალუცკასმა უხელმძღვანელა თავის პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მოიპოვა ადგილი სეიმში. 2024 წელს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის რანგში, პალუცკასმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიგო. შედეგად, იგი დასახელდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.[1][2]
გინტაუტას პალუცკასი | |
ლიეტუვის პრემიერ-მონისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | TBA |
წინამორბედი | ინგრიდა შიმონიტე |
დაბადებული | 19 აგვისტო, 1979 პანევეჟისი, ლიტვის სსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | იიმა პალუცკე |
შვილები | 2 |
განათლება | ვილნიუსის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგინტაუტას პალუცკასი დაიბადა 1979 წლის 19 აგვისტოს პანევეჟისში.[3] მისი მამა მუშაობდა ინჟინრად, ხოლო დედა — ეკონომისტად.[4] 1997 წელს დაამთავრა პანევეჟისის ი. ბალჩიკონისის სახელობის გიმნაზია. 2000-2001 წლებში სწავლობდა ინგლისურ ენას ლონდონის ენების სკოლაში.[5] 2003 წელს დაამთავრა ვილნიუსის უნივერსიტეტის (VU) მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი, ხოლო 2004 წელს — საერთაშორისო ბიზნეს სკოლა. 2004 წლიდან სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.[6]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებათავისი ახალგაზრდობის პერიოდში პალუცკასი იყო კონსერვატორი და ეკუთვნოდა ახალგაზრდა კონსერვატორების ლიგას, სამშობლოს კავშირის ახალგაზრდულ ფრთას. 2003 წლიდან არის ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (LSDP) წევრი.[7][8]
2013 წლიდან პალუცკასი იყო ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარტიის საბჭოსა და გამგეობის წევრი. 2015 წლიდან 2019 წლამდე პალუცკასი მუშაობდა ვილნიუსის მერის მოადგილედ.[3] 2015 წლის ევროპის მიგრანტთა კრიზისის პიკზე, მან წამოაყენა წინადადება, რომ ქალაქს განეხილა არაბულენოვანი საბავშვო ბაღის ჯგუფების შექმნა შემომავალი ლტოლვილების მოსათავსებლად.[9]
2017[10][11] და 2019[12] წლებში აირჩიეს ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელად.
2021 წლის 22 იანვარს პალუცკასი გადადგა ლიტვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან, რაც იყო პასუხი პარტიის საბჭოს შეფასებაზე. შეფასების თანახმად 2020 წლის ლიტვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო და მისი ლიდერობა ვერ აკმაყოფილებდა მოსალოდნელ სტანდარტებს.[13]
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშ გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. 2024 წლის 30 ოქტომბერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვილია ბლინკევიჩუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავად არ იქნებოდა პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ბლინკევიჩუტემ გაამხილა, რომ პარტიის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა პალუცკასის წარდგენა ლიტვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.[14]
21 ნოემბერს სეიმმა პალუცკასი წარადგინა პრემიერ-მინისტრად, მას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა ანუ კოალიციის ყველა პარლამენტის წევრმა და კიდევ ორმა დეპუტატმა.[15]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგინტაუტას პალუცკასი დაქორწინებულია იიმა პალუცკეზე.[16] მათ ყავთ ორი შვილი.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Körömi, Csongor (29 October 2024). „On Sunday, she won Lithuania's election. Now, she's not sure she wants the job“. POLITICO.
- ↑ Gintautas Paluckas patvirtintas būsimos Vyriausybės premjeru lt-LT (2024-11-21). ციტირების თარიღი: 2024-11-24
- ↑ 3.0 3.1 2024 parliamentary elections. Candidate biography: Gintautas PALUCKAS. lt. Central Election Commission (2024).
- ↑ 4.0 4.1 2020 parliamentary elections. Candidate biography: Gintautas PALUCKAS. lt. Central Election Commission (2020).
- ↑ „LSDP partijos pirmininku išsirinko Gintautą Palucką“. Alkas.lt (ლიეტუვური). 22 April 2017.
- ↑ Platūkytė, Domantė (31 October 2024). „Nupiešė Palucko portretą: ir aukštas, ir gražus, bet politiko gyslelės nėra“. lrt.lt (ლიეტუვური).
- ↑ Skėrytė, Jūratė (18 November 2024). „Prezidentas Seimui teiks G. Palucko kandidatūrą į Vyriausybės vadovus“. bns.lt (ლიეტუვური).
- ↑ Lėka, Aušra. Koks bus Gintautas Pirmasis lt. Kauno diena (6 November 2024).
- ↑ „Vilnius Vice-Mayor proposes Arabic-language groups in kindergartens“. The Baltic Times. 4 September 2015.
- ↑ „Paluckas, Sinkevičius qualify for 2nd round of SocDem leader election“. The Lithuania Tribune. 10 April 2017.
- ↑ „Vilnius vice-mayor Paluckas elected as Lithuania's SocDem Party leader“. The Lithuania Tribune. 24 April 2017.
- ↑ „Paluckas re-elected to leadership of Lithuanian Social Democratic Party“. lrt.lt (ინგლისური). 29 April 2019.
- ↑ „Paluckas atsistatydino iš LSDP pirmininko pareigų“ (ლიეტუვური). Delfi.lt. 22 January 2021.
- ↑ Jochecová, Ketrin (30 October 2024). „Lithuanian election winner rejects PM role“. POLITICO.
- ↑ Platukytė, Domanta; Narkūnas, Vilius. Oficialu: Paluckas tapo naujuoju Lietuvos premjeru lt (21 November 2024).
- ↑ 2024 parliamentary elections. Candidate's declared private interests: Gintautas PALUCKAS. lt. Central Election Commission (2024).