ვილნიუსი (ლიეტ. Vilnius) — ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქი, დაარსდა 1353 წელს აღმოსავლეთ ლიეტუვაში, იქ სადაც მდინარე ნერისს მარცხენა მხრიდან მდინარე ვილია შეერთვის. თავად, ქალაქის სახელიც ამ მდინარისგან წარმოდგება და ნიშნავს „ქალაქს ვილიაზე“. იგი ევროპის შუაგულში მდებარეობს. ევროპის გეოგრაფიული ცენტრი ვილნიუსის ცენტრიდან სულ 26 კილომეტრის დაშორებითა ჩრდილოეთით. ქალაქის ტერიტორიაზე 700 275 ადამიანი ცხოვრობს.[2]

ქალაქი
ვილნიუსი
Vilnius
დროშა გერბი


Unitas, Iustitia, Spes
ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 54°41′00″ ჩ. გ. 25°17′00″ ა. გ. / 54.68333° ჩ. გ. 25.28333° ა. გ. / 54.68333; 25.28333
ქალაქის მერი Remigijus Šimašius[1]
დაარსდა XIII საუკუნე
პირველი ხსენება 1323
ამჟამინდელი სტატუსი 1387
ფართობი 401 კმ²
ცენტრის სიმაღლე 112
მოსახლეობა 542 809 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 370
საფოსტო ინდექსი 01001
ოფიციალური საიტი vilnius.lt
ვილნიუსი — ლიეტუვა
ვილნიუსი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ქალაქის სახელწოდება სათავეს იღებს მდინარე ვილნიასაგან.[1] დაარქივებული 2015-07-22 საიტზე Wayback Machine. ქალაქის სახელწოდება სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად ჟღერს. პოლონურად მას ვილნო (Wilno), ბელარუსულად ვილნია (Вiльня), გერმანულად ვილნა (Wilna), უკრაინულად ვილნო (Вільно) და იდიშურად ვილნე (ווילנע‎) ჰქვია. ქალაქის რუსული სახელი რუსეთს იმპერიის დროს ვილნა (Вильна) იყო.[2] დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine. [3] ამჟამად ვილნიუსი (Вильнюс) გამოიყენება, ვილნა, როგორც ქალაქის სახელწოდება გამოიყენებოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში, სადაც ვილნიუსს მნიშვნელოვანი სტატუსი ჰქონდა. სახელწოდება ვილნა ამჟამად რამდენიმე ენაშიღაა შემორჩენილი. მათ შორისაა: ფრანგული, ფინური, პორტუგალიური, ესპანური და ებრაული ენები.

ვილნიუსის დაარსებას ლეგენდა მისტიურ საბურველში ხვევს. იგი მოგვითხრობს რომ ერთხელაც ლიტვის დიდ ჰერცოგს, გედიმინასს შვენტარაგიოს წმინდა ველზე ნადირობისას როგორ შემოაღამდა და ღამის გათევა წმინდა ბორცვის ძირს გადაწყვიტა. (ამ დროს ლიტველები კვლავ წარმართულ კულტებს ეთაყვანებოდნენ). ძილში კი ესიზმრა წმინდა ბორცვის თავზე მდგომი რკინის მგელი, რომელიც ათასობით მგლის ხმის დარი ხმით ყმუოდა. მისანმა ჰერცოგს ასე აუხსნა ნანახის მნიშვნელობა - მას უნდა დაეარსებინა ქალაქი, რომელიც რკინის მგელივით ძლიერი იქნებოდა, მისი დიდების ხმა შორს გავარდებოდა ამ რკინის მგლის ხმის მსგავსად. ამ ქალაქს ათასობით მოქალაქე ეყოლებოდა, ზუსტად ისევე, როგორც რკინის მგლის ხმა ათასობით ხმას მოიცავდა.

და დაარსდა კიდევაც ახალი ქალაქი, ლიტვის მესამე და საბოლოო დედაქალაქი ვილნიუსი, რომლის უმთავრესი და ერთ-ერთი სიმბოლო დღესაც ბორცვის თავზე მდგარი რკინის მგელია, ცას რომ შეჰყმუის... თუმცა ისტორიკოსები შედარებით ბანალურად ხსნიან ქალაქის დაარსების საკითხებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ XIII საუკუნიდან იწყება ტევტონთა ორდენის აგრესიული ექსპანსია ბალტიისპირულ მიწებზე და ლიტვის მმართველები იძულებულები ხდებიან თავიანთი რეზიდენცია უფრო აღმოსავლეთით გადაიტანონ - დააშორონ სახიფათო დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საზღვარს. თანაც პრუსიიდან მომავალი ტევტონთა რაინდებისთვის ვილნიუსამდე მისავლელი გზა იმ პერიოდში არცთუ მანდამაინც კომფორტულობით გამოირჩევა. მათ უნდა გადალახონ თვალუწვდენელი ტრამალები, დაბურული და უღრანი ტყეები, გაუვალი და ყოველგვარი ქვეწარმავლით და შხამიანი ანაორთქლებით გაჟღენთილი ჭაობები. ამდენად, ეს ბუნებრივი ფარები ვილნიუსს საუკეთესოდ ემსახურებოდა დასაცავად. გარდა ამისა თავად ქალაქის დაარსების მიკროუბანიც, ნერისისა და ვილიას შესართავიც სტრატეგიული (იმ დროის თვალსაზრისით) გამოირჩევა. წმინდა გორა და სხვა ბორცვები შეერთების ადგილს თავს დაჰყურებენს და მეტ-ნაკლებად, წარმატებით შესაძლებელია მათთან თავის შეფარება. წმინდა ბორცვის ქვევით კი შვენტარაგიოს ფართო ვაკე იშლება, სადაც ადვილი ჩასატარებელია სამხედრო მანევრები.

ვილნიუსი, თავის ორ წინამორბედზე, კერნავესა და ტრაკაიზე აღმოსავლეთით მდებარეობს. თუმცა დღეს, ვილნიუსის არნახული ტერიტორიული გაფართოების შესაბამისად კერნავე და განსაკუთრებით ტრაკაი ლამის მის გარეუბნებად იქცნენ. ვილნიუსისთვის არანაკლებ დასაცავ ძალას მათი ციხე-სიმაგრეები (განსაკუთრებით ტრაკაის ცნობილი კომპლექსი) წარმოადგენდა და ისინიც ფაქტობრივად ვილნიუსის დასავლეთ ფორპოსტებად იქცნენ. თუმცა ყოველივე ზემოთქმული ცხადია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ვილნიუსს დასავლეთიდან მტერი არასოდეს მოსდგომოდეს. ტევტონთა ორდენის არმიებს მრავალჯერ გაუნადგურებიათ ვილნიუსი, მაგრამ იგი ფერფლიდან აღმდგარი კვლავ იკლებდა სასიცოცხლო ძალას. უკანასკნელი სამხედრო დარტყმა ქალაქს მეორე მსოფლიო ომის წლებში მიადგა, როცა ფაშისტმა და საბჭოთა არმიებმა დიდი მორიდება არ გამოიჩინეს ლიტვის დედაქალაქის მიმართ. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ვილნიუსს ვარშავის ცნობილი ტრაგიკული ბედი არ გაუზიარებია და საფუძვლებამდე არ განადგურებულა.

ახალდაარსებულმა ქალაქმა სწრაფი ტემპებით იწყო ზრდა-გაფართოება. ისტორიულ წყაროებში ცნობილია, რომ დიდმა ჰერცოგმა გედემინასმა, ვილნიუსის დამაარსებელმა თუ როგორ გაუგზავნა თხოვნა და მოწოდება დასავლელ და აღმოსავლელ ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს, დიპლომატიურ თუ სასულიერო მისიებს კონტაქტები დაემყარებინათ ლიტვის ახალ დედაქალაქთან; რომელიც მათ უფლებების დაცვას, პრივილეგიებს, სითბოთი მიღებას და საერთოდ, ყველანაირ საუკეთესო პირობებს სთავაზობდა. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ მალე ვილნიუსი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ცნობილ ქალაქად გვევლინება. ვილნიუსის პოლიტიკურ, მატერიალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო წინსვლას მისთვის ე.წ. „მაგდებურგის სამართლის“ გადაცემამაც შეუწყო ხელი. ეს სისტემა წარმოადგენდა ევროპის გარკვეულ ქალაქთა ალიანს (ცნობილ ჰანზის კავშირის ანალოგს, სადაც ლიტვის მეორე ქალაქი - კაუნასიც შედიოდა), რომელთაშორისაც განსაკუთრებული ურთიერთობა მყარდებოდა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში. მაგრამ ვილნიუსისთვის ყველაზე მთავარი მოვლება მაინც დედაქალაქის სტატუსი იყო. ამიერიდან მას უნდა ეკისრა მთელი ქვეყნის მესაჭეობა, მისთვის გულის და ტვინის ფუნქციების შესრულება. უნდა ითქვას, რომ პროვინციებმაც სცნეს ახალი დედაქალაქი და ვილნიუსმაც მალე მთელი ქვეყნის სიყვარულიც დაიმსახუროს. ახლაც ხშირია გამოთქმა, რომ „დაე, განადგურდეს მთელი ლიტვა, მაგრამ ვილნიუსიდან ერთი აგური მაინც გადარჩეს!“

თუმცა ვილნიუსმა შემდეგ დაკარგა დედაქალაქის ფუნქცია. უფრო სწორად იგი, ასე ვთქვათ, მეორე დედაქალაქი გახდა ახალი ევროპული მოვლენის - ჟეჩ-პოსპოლიტასი, ახალი ორერთიანი სახელმწიფოსი, რომელიც XV საუკუნეში ლუბლიანას უნიის ძალით პოლონეთმა და ლიტვამ შექმნეს. ამჯერად ვილნიუსი სახელმწიფოს ახალი მოსახლეებისთვის - პოლონელებისთვისაც ისეთივე ძვირფასი გახდა, როგორიც იყო ის ლიტველთათვის. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში ვილნიუსში დაიბადა და მის უნივერსიტეტში სწავლობდა დიდი პოლონელი მწერალი ადამ მიცკევიჩი. რომელსაც პოლონელებმა 19191939 წლებში ვილნიუსის ოკუპაციისას ვილნიუსში ძეგლი დაუდგეს. ხოლო როდესაც ვილნიუსი კვლავ ლიტვას დაუბრუნდა, მავანმა და მავანმა მისი დემონატაჟი მოითხოვა, მაგრამ თავად ლიტველები შეეწინააღმდეგნენ ამ ბარბაროსულ აქტს და დღეს დიდი პოლონელი მოღვაწის ძეგლი კვლავ ამშვენებს ვილნიუსის ძველ უბანს. მეტიც, საბჭოთა ეპოქაში, თავად ლიტველებმა ძეგლთან იქვე განალაგეს ბარელიეფები, რომელიც მიცკევიჩის ცნობილი პოემის „პან ტადეუშის“ სიუჟეტებს ასახავს.

რუსეთის იმპერიის პროვინციულ ვილნას და ლიტვის სსრ დედაქალაქ ვილნიუსს არ დაუკარგავს თავისი ლიტვური სული. თუმცა რუსები ყველანაირად ცდილობდნენ მის რუსიფიცირებას. სრულიად ახალი დრო დადგა ვილნიუსისთვის მთელ ქვეყანასთან ერთად, როცა 1990 წელს ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ვილნიუსს პანევროპული ოჯახის ახალი წევრის მართვა დაევალა.

1998 წლის 1 აპრილს ვილნიუსში დაარსდა ხელოვანების დამოუკიდებელი რესპუბლიკა უჟუპისის რესპუბლიკა საკუთარი დროშით, ჰიმნით, კონსტიტუციით, მთავრობითა და პრეზიდენტით.

2009 წელს, ავსტრიის ქალაქ ლინცთან ერთად ვილნიუსს პატივი ექნება უმასპინძლოს პანევროპულ კულტურის დღეებს. ამ გრანდიოზულ მოვლენას ადეკვატური ასახვა ექნება ვილნიუსისთვის. იგი ავსტრიის ქალაქ ლინცთან ერთად ევროპის დედაქალაქად გამოცხადდება 2009 წლისთვის.

გეოგრაფია

რედაქტირება

ვილნიუსი მდებარეობს მდინარე ვილნასა და ნერის შორის.

ბევრ ქვეყანას სურს რომ ევროპის ცენტრი მათი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობდეს, თუმცა გინენის რეკორდების წიგნის მიხედვით ევროპის ცენტრი ლიეტუვას ტერიტორიაზე, ვილნიუსის მახლობლად მდებარეობს.[4]

ვილნიუსი 312 კმ-ით შორსაა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კლაიპედადან.

ვილნიუსის ტერიტორია 402 კვ. კილომეტრია. შენობებს ქალაქის 29.1 % უკავია, მწვანე საფარს 68.8 %, წყალს 2.1 %[5]

ვილნიუსში ნოტიო კონტინენტური კლიმატია.

ვილნიუსის წლიური კლიმატი
Month იანვ თებ მარტ აპრ მაის ივნ ივლ აგვ სექტ ოქტ ნოემ დეკ წლიურ
რეკორდულად მაღალი °C (°F) 11.0

(51.8)

14.4

(57.9)

19.8

(67.6)

29.0

(84.2)

31.8

(89.2)

34.2

(93.6)

36.4

(97.5)

34.9

(94.8)

33.1

(91.6)

24.5

(76.1)

15.5

(59.9)

10.5

(50.9)

36.4

(97.5)

საშუალო მაღალი °C (°F) −1.9

(28.6)

−1.2

(29.8)

3.8

(38.8)

12.0

(53.6)

18.4

(65.1)

20.8

(69.4)

23.2

(73.8)

22.4

(72.3)

16.6

(61.9)

10.2

(50.4)

3.2

(37.8)

−0.8

(30.6)

10.6

(51.1)

დღიური საშუალო °C (°F) −4.3

(24.3)

−4

(25)

0.2

(32.4)

7.1

(44.8)

12.9

(55.2)

15.7

(60.3)

18.1

(64.6)

17.3

(63.1)

12.3

(54.1)

6.9

(44.4)

1.1

(34.0)

−3

(27)

6.7

(44.1)

საშუალო დაბალი °C (°F) −6.6

(20.1)

−6.8

(19.8)

−3.4

(25.9)

2.1

(35.8)

7.3

(45.1)

10.6

(51.1)

13.0

(55.4)

12.1

(53.8)

7.9

(46.2)

3.6

(38.5)

−1.1

(30.0)

−5.2

(22.6)

2.4

(36.3)

რეკორდული დაბალი °C (°F) −37.2

(−35.0)

−35.8

(−32.4)

−29.6

(−21.3)

−14.4

(6.1)

−4.4

(24.1)

0.1

(32.2)

3.5

(38.3)

1.0

(33.8)

−4.8

(23.4)

−14.4

(6.1)

−22.8

(−9.0)

−30.5

(−22.9)

−37.2

(−35.0)

საშუალო ნალექი მმ. (ინჩები) 48.7

(1.92)

38.2

(1.50)

42.1

(1.66)

41.6

(1.64)

56.3

(2.22)

78.6

(3.09)

86.3

(3.40)

72.3

(2.85)

63.3

(2.49)

54.7

(2.15)

47.7

(1.88)

52.6

(2.07)

682.3

(26.86)

საშუალო ნალექიანი დღე 12.4 10.5 9.6 8.6 9.6 11.4 10.7 9.6 9.6 10.1 10.4 12.2 124.8
მზის თვიური ნათების საათები 36 71 117 164 241 231 219 217 140 94 33 25 1,588
წყარო: WMO (avg high and low) NOAA (sun, extremes, and mean temperatures), Météo Climat and Weather Atlas
 
 
წმინდა ანას სახელობის ტაძარი

უკვე XVII საუკუნის დასაწყისში ვილნიუსი ცნობილი იყო როგორც მულტირელიგიური ქალაქი. 1600 წელს სამუელ ლევკენორმა თავის წიგნში ვილნიუსის მაცხოვრებლების რელიგიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში ცხოვრობდნენ კათოლიკეები, მართლმადიდებლები, ლუთერანები, ებრაელები და თათარი მუსლიმები.

რელიგია მოსახლეობის რაოდენობა %
კათოლიკური ქრისტიანობა 350 797 65.5 %
მართლმადიდებლური ქრისტიანობა 47 827 8.9 %
წარმართობა 5593 1.0 %
სუნიტური ისლამი 798 0.2 %
იუდაიზმი 796 0.2 %
სხვა 5050 0.9 %
ათეისტები/არა რელიგიურები 47 655 8.9 %

არქიტექტურა

რედაქტირება

ძველი ვილნიუსი ქალაქის ამჟამინდელ ცენტრს წარმოადგენს, რომლის ფართობიც 3.6 კვ. კმ-ია. მიმდებარე ტერიტორიის ისტორია ნეოლითის ხანიდან იწყება. თავდაპირველი დასახლება მცირე ზომის ქალაქად XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. 1323 წლით თარღდება პირველი ჩანაწერი, სადაც ვილნა, როგორც ქალაქი მოხსენიებულია. ის ლიტვის დიდი სამთავროს დედაქალაქს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ქალაქს აგურის რამდენიმე შენობა ჰქონდა. XV საუკუნისათვის ლიტვის დიდი სამთავრო ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომლის ტერიტორიაც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ტერიტორიას (თანამედროვე ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის) მოიცავდა. ისტორიული ცენტის ტერიტორია მოიცავს სამ ციხესიმაგრეს (დიდ, მცირე და მრუდ) და ტერიტორიას, სადაც წარსულში ვილნიუსის კედელი უნდა ყოფილიყო. ქუჩები შუა საუკუნეებით თარიღდება, რომლებსაც აქვს პატარა, ვიწრო ქუჩები. დიდი მოედნები გვიანდელ პერიოდში უნდა განვითარებულიყო.[3]

ისტორიული შენობები სხვადასხვა სტილშია აშენებული. მათ შორისაა გოტიკური არქიტექტურა (წმინდა ანას სახელობის ტაძარი); რენესანსის არქიტექტურა (ლიტვის დიდი სამთავროს სასახლე), ბაროკოს სტილი (წმინა პეტრესა და პავლეს ტაძარი; ვილნიუსის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი), კლასიკური არქიტექტურა (ვილნიუსის კათედრალი, შუაზელიაის სასახლე, ვერკიაის სასახლე).

დემოგრაფია

რედაქტირება

ვილნიუსს მრავალწლიანი დემოგრაფიის ისტორია აქვს. უძველესი დასახლებები აქ ძვ. წ. 10 000 წლით თარიღდება. ახ. წ. 1000 წელს თანამედროვე ვილნიუსის რამდენიმე უბანში დიდი დასახლებები შეიქმნა.[4] მოგვიანებით ვილნიუსი ლიტვის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მეფე მინდაუგასმა ლიეტუვაში პირველი კათოლიკური ტაძარი სწორედ ვილნიუსში ააგო. ქალაქმა განვითარება XIII საუკუნეში დაიწყო.

ვილნიუსმა განვითარება დაიწყო, როგორც მულტიკულტურულმა ქალაქმა. XIV საუკუნის წყაროებში ვილნიუსი მოხსენიებულია, როგორც დიდებული ქალაქი.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება
 
 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება