ტევტონთა ორდენი (ლათინურიდან teutonicus — გერმ. Deutscher Orden) — რელიგიური ორდენი, დაარსებული XII საუკუნეში.

ტევტონთა ორდენი

ტევტონთა ორდენის ჯვარი
აქტიური 1190 – დღემდე
ტიპი დასავლურ-ქრისტიანული ორდენი
სამხედრო ორდენი (1192–1929)
ალიანსი რომის პაპი
საღვთო რომის იმპერატორი
გარნიზონი აკრა (1192-1291
ვენეცია (1291-1309)
მარიენბურგი (1309-1466)
კენიგსბერგი (1466-1525)
მარგენტჰეიმი (1525-1809)
ვენა (1809-დღემდე)
მფარველი წმ. ქალწული მარიამი
ელისაბედ უნგრელი
წმინდა გიორგი
დევიზი „დახმარება — დაცვა — განკურნება“
ფერები შავი-თეთრი
მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
ჰერმან ფონ ზალცა

ტევტონთა ორდენის დევიზი იყო: გერმ. „Helfen — Wehren — Heilen“ („დახმარება — დაცვა — განკურნება“).

ორდენის დაარსება

რედაქტირება

პირველი ვერსია

რედაქტირება

სულიერი ორდენის სტატუსით ახალი დაწესებულების შექმნა გერმანელ რაინდთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰერცოგმა ფრიდრიხ შვაბელმა 1190 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა, აკრას სიმაგრის აღების შემდეგ საავადმყოფოს დამაარსებლებმა ორდენს ქალაქში მუდმივი ადგილი გაუჩინეს.

მეორე ვერსია

რედაქტირება

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას, როდესაც რაინდები აკრას შემოერტყნენ, ლიუბეკელმა და ბრემენელმა ვაჭრებმა საველე ჰოსპიტალი დააარსეს. ჰერცოგმა ფრიდრიხ შვაბელმა ჰოსპიტალი სულიერ ორდენად გადააკეთა, რომელსაც სათავეში კაპელანი კორნალი ჩაუდგა. ორდენი ადგილობრივ ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა და იოანისტთა ორდენის განყოფილებას წარმოადგენდა.

რომის პაპმა კლემენტ III-მ 1191 წლის 6 თებერვალს პაპის ბულით ორდენი განაწესა როგორც „fratrum Theutonicorum ecclesiae S. Mariae Hiersolymitanae“ („წმინდა მარიამ იერუსალიმელის ეკლესიის ტევტონთა ძმობა“).

1196 წლის 5 მარტს აკრის ტაძარში ორდენის სულიერიდან სულიერ-რაინდულ ორდენად გადაკეთების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ჰოსპიტალიერები და ტამპლიერები, ასევე იერუსალიმელი სასულიერო და მაღალი დონის პირები ესწრებოდნენ. რომის პაპმა ინოკენტი III-მ ეს მოვლენა 1199 წლის 1 თებერვლის ბულით დაადასტურა და ორდენის ამოცანები განსაზღვრა:გერმანელ რაინდთა დაცვა, სნეულთა მკურნალობა, კათოლიკური ეკლესიის მტრებთან ბრძოლა. ორდენი რომის პაპსა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს ექვემდებარებოდა.

 
მარიენბურგის ციხესიმაგრე, ორდენის მონასტრული ტიპის დედაქალაქი.

ორდენის დასახელება

რედაქტირება

ორდენი ოფიციალოურად ლათინურად იყო სახელდებული:

Fratrum Theutonicorum ecclesiae S. Mariae Hiersolymitanae Ordo domus Sanctae Mariae Teutonicorum in Jerusalem (მეორე სახელდება)

გერმანულ ენაში ორი ვარიანტი გამოიყენება: სრული დასახელება — Brüder und Schwestern vom Deutschen Haus Sankt Mariens in Jerusalem და შემოკლებული — Der Deutsche Orden

ქართულ ისტორიოგრაფიაში ორდენს ტევტონთა ორდენი და გერმანული ორდენი ეწოდება.

ორდენის სტრუქტურა

რედაქტირება

დიდი მაგისტრი

რედაქტირება
 
ორდენის მეოთხე დიდი მაგისტრი ჰერმან ფონ ზალცა, 1209 - 1239 წლები

ორდენში უმაღლესი ხელისუფლება დიდ მაგისტრებს (გერმ. Hochmeister) ეკუთვნოდათ. ტევტონთა ორდენის განწესება (განსხვავებით ბენედიქტელთა ორდენისგან, რომლისკენაც იხრება ტევტონთა ორდენი), დიდი მაგისტრის ხელში მმართველობის სადავეების სრულ გადაცემას არ ითვალისწინებდა. მათი ხელისუფლება გენერალური კაპიტულის მიერ იზღუდებოდა. მოვალეობის შესრულებისას დიდი მაგისტრი დამოკიდებული იყო ორდენის ყოველი ძმის შეკრებაზე. თუმცაღა, ორდენის გაფართოებით დიდი მაგისტრის ძალაუფლებაც განუზომლად გაიზარდა გენერალური კაპიტულის ყოველთვის დროულად შეკრების შეუძლებლობის გამო. საქმეში მაგისტრისა და კაპიტულის ურთიერთობა უფრო სამართლებრივად განისაზღვრებოდა. კრიზისულ სიტუაციებში კაპიტულის ჩარევა აუცილებელი ხდებოდა, რაც ხანდახან დიდი მაგისტრების თანამდებობიდან გადაყენებით სრულდებოდა.

ლანდმაისტერი

რედაქტირება

ლანდმაისტერი (გერმ. Landmeister) — ორდენის სტრუქტურაში მეორე თანამდებობა. ლანდმაისტერი მაგისტრის მოადგილე იყო ორდენის ზოგიერთ ტერიტორიაზე. ტევტონთა ორდენში სულ სამი ტიპის ლანდმაისტერი იყო:

  • გერმანელი ლანდმაისტერი (გერმ. Deutschmeister) — გერმანელი ლანდმაისტერები პირველად 1218 წელს გამოჩნდნენ. 1381 წლის 11 დეკემბრიდან მათი ხელისფლება ორდენის იტალიის სამფლობელოებზეც ვრცელდება. 1494 წელს იმპერატორმა კარლ V-მ გერმანელ ლანდმაისტერებს იმპერიის თავადების ტიტულები მიუბოძა.
  • ლანდმაისტერი პრუსიაში (გერმ. Landmeister von Preußen) — თანამდებობა 1229 წელს დაარსდა ორდენის მიერ პრუსიის დაპყრობის შემდეგ. პირველი ლანდმაისტერი ჰერმან ფონ ბალკი გახდა, რომელსაც პრუსიის დაპყრობაში დიდი წვლილი მიუძღვის. მისივე ძალისხმებით იქნა დაარსებული რამდენიმე ციხე-სიმაგრე და პრუსიის მიწებზე რამდენიმე ლაშქრობა მოწყობილი. მთელი XIII საუკუნის განმავლობაში ლანდმაისტერთა მთავარ მიზანს აჯანყებულ პრუსილებთან და ლიეტუველებთან ბრძოლა წარმოადგენდა. XIV საუკუნეში ლიეტუვაში მუდმივი ლაშქრობების „ვალდებულება“ ორდენის მარშლებს დაეკისრა. თანამდებობამ 1324 წლამდე იარსება. 1309 წელს ორდენის დედაქალაქის მარიენბურგში გადატანის შემდეგ პრუსიაში სპეციალური მოადგილის აუცილებლობა დაიკარგა. 1309-დან 1317 წლამდე თანამდებობა სრულიად თავისუფალი იყო. 1317-დან 1324 წლამდე უკანასკნელი ლანდმაისტერი ფრიდრიხ ფონ ვილდენბერგი გახდა.
  • ლანდმაისტერი ლივონიაში (გერმ. Landmeister von Livland) - თანამდებობა დაწესებულია 1237 წელს მახვილოსანთა ორდენის ტევტონთა ორდენის შეამადგენლობაში შესვლის შემდეგ.

ლანდკომტური

რედაქტირება

ლანდკომტური სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მიწის კომტური“. ხელმძღვანელობდა ორდენის ბალეის.

კომტური

ორდენის სტრუქტურაში უმდაბლესი თანამდებობრივი ერთეული. კომტური საკომტუროს კონვენტთან - მოცემული საკომტუროს რაინდთა კრებასთან ერთად ხელმძღვანელობდა. კომტურს დაქვემდებარებული რაინდები მეურვეებად (მზრუნველებად) (გერმ. Pfleger) ან ფოგტებად (Vögte) იწოდებოდნენ. ამავდროულად, შეეძლოთ სხვადასხვა სპეციალიზაცია ჰქონოდათ და ამის მიხედვით წოდებულიყვნენ, მაგ: ფიშმაისტერებად (გერმ. Fischmeister) ანდაც მეტყვეებად (გერმ. Waldmeister).

ორდენის უმაღლესი თანამდებობის პირნი

გარდა ზემოთხსენებულია, ორდენში ხუთი თანამდებობის პირი არსებობდა, რომელთანაც უნდა ეთათბირა დიდ მაგისტრს:

დიდი კომტური

იხ. აგრეთვე: ტევტონთა ორდენის დიდი კომტურები

დიდი კომტური (გერმ. Grosskomture) — იყო დიდი მაგისტრის მოადგილე და მისი არყოფნის (ავადმყოფობის, გადაყენების, უდროოდ გარდაცვალების) შემთხვევაში ორდენს წარმოადგენდა და დიდი მაგისტრის დავალებებს ასრულებდა.

მარშალი

მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის მარშლები

ორდენის მარშალი (გერმ. Marschalle ან Oberstmarschall ) — მის ძირითად მოვალეობას ორდენის მიერ წარმოებული ომების ხელმძღვანელობა წარმოადგენდა. დიდ დროს ან ბრძოლის ველზე ან კიონინგსბერგში ატარებდა, სადაც ორდენში შემავალი საძმო იკრიბებოდა ლიეტუვაზე შეტევების განსახორციელებლად. ბრძოლის დროს დიდი მაგისტრის შემდეგ მეორე პირი იყო.

უმაღლესი ჰოსპიტალიერი

მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის უმაღლესი ჰოსპიტალიერები

უმაღლესი ჰოსპიტალიერი (გერმ. Spitler) — ორდენის დაარსების პირველ წლებში ორდენის ჰოსპიტალებსა და საავადმყოფოებს უდგა სათავეში. პრუსიის დაკავების შემდეგ მისი რეზიდენცია ელბინგში გადავიდა.

უმაღლესი ინტენდანტი

მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის უმაღლესი ინტენტანდები

უმაღლესი ინტენდანტი (გერმ. Trapiere) — მის მოვალეობას წარმოადგენდა ორდენის ძმების მომარაგება ყველა საჭირო ატრიბუტით მშვიდობიანობისას: სამოსით, საკვებითა და ყველა საყოფაცხოვრებო ნივთით. პრუსიის დაპყრობის შემდეგ მისი რეზიდენცია ციხე-სიმაგრე ქრისტბურგში მდებარეობდა.

მთავარი ხაზინადარი

მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის მთავარი ხაზინადრები

მთავარი ხაზინადარი (გერმ. Trapiere) — ორდენის საფინანსო ოპერაციებს აგვარებდა და მის ფულად რესურსებს განაგებდა.

სხვა თანამდებობები

  • Kommandeur. ქართულ ენაში გამოიყენება ტერმინი „მთავარსარდალი“ ან „სარდალი“.
  • Capitularies. „კაპიტულიერი“. ტიტულის არსი — ხელმძღვანელი კაპიტულისა (კრების, ყრილობის, კომისიის).
  • Rathsgebietiger. იგივეა, რაც „საბჭოს წევრი“.
  • Deutschherrenmeister. ქართულად ითარგმნება, როგორც „გერმანიის მაგისტრთუხუცესი“.
  • Balleimeister. შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მამულის (სამფლობელოს) მაგისტრი“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

წყაროები

რედაქტირება