მინდაუგასი მინდოვგი (ლიეტ. mintis — ფიქრი, ლიეტ. daug — ბევრი, ლიეტ. Mindaugas, პოლ. Mendog, ბელარ. Міндоўг; დ. დაახლ 1200 — გ. 12 სექტემბერი, 1263) — ლიტვის დიდი მთავარი 1235–1263 წლებში. პირველი და ერთადერთი ლიტველი მეფე 1253 წლიდან.

მინდაუგასი
ლიეტ. Mindaugas, პოლ. Mendog, ბელარ. Міндоўг
ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1235
მმართ. დასასრული: 1263
წინამორბედი: დოვსპრუნკი
მემკვიდრე: ტროინატი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1200
გარდ. თარიღი: 12 სექტემბერი 1263
შვილები: 1. ვოიშელკი
2. რუკელი
3. პიპიკიემი
დინასტია: პალემონოვიჩები
მამა: რინგოლდი

გააერთიანა ლიტვის მიწები და დაიმორჩილა რუსეთის ქალაქები:ნოვგოროდოკი, სლონიმი, ვოლკოვისკი. 1244 წელს გაილაშქრა ლივონიის ორდენის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა ზავი დაედო მასთან (1250 წ.), მიეღო კათოლიკობა (1250 წ.), ამის შემდეგ პაპის სახელით დიდ მთავრად აკურთხეს, მაგრამ იგი ლივონიის ორდენთან ომის განახლებისათვის ემზადებოდა. 1253 წელს მინდაუგასი დაუკავშირდა და დაუმოყვრდა გალიჩის მთავარს - დანიელს, აგრეთვე ვლადიმირ-სუზდალის დიდ მთავარს ალექსანდრე ნეველს. არმიამ დაამარცა ლივონიის ორდენი, მინდაუგასმა უარყო კათოლიკობა. მალე იგი ფეოდალთა შეთქმულების მსხვერპლი გახდა.


წინამორბედი:
დოვსპრუნკი
ლიტვის დიდი მთავარი

12351263
შემდეგი:
ტროინატი