ლიეტუვური ენა (ლიეტ. lietuvių kalba) — ლიეტუვის ოფიციალური ენა და ასევე ევროპის კავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. დაახლოებით 2.96 მილიონი ლიეტუვაში და 170 000 საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანისთვის არის მშობლიური ენა. ლიეტუვური ენა შედის ბალტიკური ენების ჯგუფში და ახლოს დგას ლატვიურთან, თუმცა ერთმანეთს ვერ აგებინებენ. დამწერლობისთვის გამოიყენება ადაპტირებული ლათინური ანბანი. ითვლება რომ ეს არის ყველაზე კონსერვატიული ცოცხალი ინდოევროპული ენა. რომელიც ინარჩუნებს ინდოევროპული ენების მრავალ ისეთ მახასიათბელს რომელიც დაკარგეს სხვა ენებმა.[1]

ლიეტუვური
lietuvių kalba
გავრცელებულია ლიეტუვა და სხვაგან.
მოლაპარაკეთა რაოდენობა სულ: 4 მლნ.
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა: ლიეტუვა, ევროპის კავშირი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული
ბალტურ-სლავური
ბალტიკური
ლიეტუვური
დამწერლობის სისტემა ლათინური ანბანი
ენის კოდები ISO 639-1: lt
ISO 639-2: lit
ISO/FDIS 639-3: lit
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-lt}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიალიეტუვური

ეთნოლინგვისტური კუთვნილება, სტატუსი

რედაქტირება

ლიეტუვური ენა ლატვიურ ენასთან ერთად მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ბალტიურ ჯგუფს. წარმოადგენს მშობლიურ ენას ლიეტუველებისათვის და ბელარუსებისა და ლატვიელთა ნაწილთათვის (რომელნიც ლიეტუვაში, ან მასთან მომიჯნავე რაიონებში ცხოვრობენ). გამოცხადებულია ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ენად როგორც საერო, ისე სასულიერო სფეროებში და ევროკავშირის ერთ-ერთ სამუშაო ენად.

ნათესაობა ლატვიურ ენასთან

რედაქტირება

ძალზე საგრძნობია ლიეტუვური და ლატვიური ენების ნათესაობა. შესაძლებელია უამრავი სიტყვის მოყვანა, სადაც სიტყვები ფაქტობრივად ერთნაირად გამოითქმის და ერთნაირი შინაარსის მატარებელია. მაგ.: გამარჯობა – Labas (ლიეტ.), Labas (ლატ.); მთა – Kalnas (ლიეტ.), kalnis (ლატ.); ციხე – Pilis (ლიეტ), Pils (ლატ.); ზღვა – Jūra (ლიეტ.), Jura (ლატ.); მივდივართ – Einame (ლიეტ.), Eiam (ლატ.); გზა – Kelias (ლიეტ.), Celi (ლატ.); ძალიან – Labai (ლიეტ.), Labi (ლატ.) და ა.შ. ამ ჩამონათვალის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება, რამაც ზოგ ეთნოლინგვისტს ერთი ბალტიური ენის და მისი ლიეტუვური და ლატვიური დიალექტების არსებობაზე საუბრის საშუალება მისცა. ამ ენებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობებიც თუნდაც სემანტიკაში. მაგ: მადლობა ლიეტუვურად – Ačiū და ლატვიურად – Paldias სრულებით არ თანხვდება ერთმანეთს.

ზეგავლენა

რედაქტირება

ლიეტუვური ენა განიცდის გერმანული, პოლონური, რუსული და შედარებით სუსტი ხარისხით ესტონური ენების ზეგავლენას. მაგალითად რუსული ენის ნებისმიერი მცოდნე (და სხვათაშორის, არაა სავალდებულო რომ იგი რუსი იყოს); ყოველგვარი თარგმანის გარეშე მიხვდება რომ ლიეტუვური სიტყვები Galvas, Nogas, Gribas, Stalas, Vartai სხვა არაფერია თუ არა თავი, ფეხი, სოკო, მაგიდა და კარიბჭე შესაბამისად. ამ მხრივაც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ლიეტუვური ენა არ წარმოადგენს რომელიმე სლავურ ან გერმანიკულ ენას (როგორც ეს ხშირად შეცდომით ჰგონიათ) და მას თავისთავადი და თვითმყოფადი ორიგინალობა ახასიათებს.

გრამატიკა

რედაქტირება

ზოგიერთი ბგერის წაკითხვა ლიეტუვურში

რედაქტირება

ენა გამოირჩევა სირბილით. დიფთონგების და ტრიფთონგების ხშირი მონაცვლეობით რბილ და ნახევრად რბილ თანხმოვნებთან. ძირითადად იწერება ისე, როგორც იკითხება. (ერთადერთ გამონაკლისად ითვლება ტრიფთონგი iai, [ძირითადად გვხვდება სუფიქსის სახით. მაგ: Markučiai, Bubiai, Paneriai და სხვა]. რომელიც იკითხება როგორც რუსული еи). ლიეტუვურ ენას არ გააჩნია კლასიკური ასობგერა ე, (ქართულში შესაბამისად ე, ინგლისურში E, რუსულში Э). მის ნაცვლად იხმარება დიფთონგები E, Ę და Ė. პირველი გამოითქმის როგორც რუსული Я. მაგრამ უფრო ყრუ და მოკლედ. მეორე გამოითქმის აბსოლუტურად იგივენაირად. (გრაფიკულად სხვა სახე გამოწვეულია რიგი ფონეტიკური მიზეზებით), ხოლო მესამე კი გამოითქმის როგორც ყრუ და უკანა სასისმიერი ბგერა, რომელიც აერთიანებს ა-ს და ე-ს.

ასევე მრავალფეროვანია მდგომარეობა სხვა ხმოვნებთან მიმართებისასაც. მაგ: ჩვენ გვაქვს A და Ą. I, Į და J. U, Ų და Ū. ა-ს შემთხვევაში სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით. გამოთქმა იდენტურია, ქართული ა-ს ექვივალენტური. ი-ს შემთხვევაში პირველ ორ ფონემას შორის სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით, გამოთქმა იდენტურია, ქართული ი-ს ექვივალენტური. რაც შეეხება ფონემა J-ს (იოთ), ეს არის ძველქართული იოტა. მეტი სიცხადისათვის, მისი გამოთმა რუსულ Й-ს ექვივალენტურია. უ-ს შემთხვევაში პირველ ორ ფონემას შორის სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით. გამოთქმა იდენტურია, ქართული უ-ს ექვივალენტური. რაც შეეხება Ū-ს, ისიც იგივე უ-ა, უბრალოდ გამოითქმის გრძლად. სამაგიეროდ, ასობგერა O მხოლოდ ერთია ლიეტუვურ ანბანში და მას არანაირი ექვივალენტები არ გააჩნია.

ასობგერა I თუკი დგას რომელიმე თანხმოვნის შემდეგ და მოსდევს ნებისმიერი ხმოვანი, ასრულებს შემარბილებელ ფუნქციას წინამდებარე თანხმოვნისა და მომდევნო ხმოვნისთვის. ზუსტი ანალოგია რუსული Ь. მაგალითისთვის, Vilnius იკითხება არა როგორც ვილნიუს, არამედ როგორც Вилньюс. ჯ და ძ ბგერების გადმოსაცემად ლიეტუვურ ენას გააჩნია ზუსტად რუსული ენის იდენტური კომპოზიცია, კერძოდ Dž და Dz. ამ ენაში არსებობის მიუხედავად, ქართული ენის მსგავსად იშვიათად იხმარება ასო ჰ და ქართული ენისავე მსგავსად იგი ძირითადად დამახასიათებელია უცხო ენებიდან ნასესხებ სიტყვათათვის. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვურ ენაში არსებობს ასო H, ბგერა ჰ-ს გადმოცემა არა ამ ფონემით, არამედ კომპოზიცია Ch-ით ხდება. თავად H კი წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ ბგერას ჰ-ს და ღ-ს შორის. დაახლოებით უკრაინული Г-ს მსგავსად. ასევე, ლიეტუვურში დიდი ასოები უცხო ენებისა და ეროვნების დასაწყისის წინ არ იწერება, მხოლოდ უცხო ქვეყნების დასახელების წინ. –as და –is უცხო ეროვნების მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, -ė კი მდედრობითისთვის. სადაურობის სუფიქსი არის – iškai (ელი). მაგ. ინგლისელი=angliškai.

დიალექტები

რედაქტირება

ლიეტუვურ ენას გააჩნია ოთხი ძირითადი დიალექტი, რომელნიც თავიანთი მხრივ უამრავ მეტყველებად იყოფიან. კერძოდ ეს დიალექტებია: აუქშთაითიური, ჟემაიტიური, სუვალკიური და ძუკიური. (ლიეტუვის პროვინციათა და ლიეტუველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების შესაბამისად). თანამედროვე ლიეტუვური კლასიკური ლიტერატურული ენის საფუძველია აუქშთაითიური დიალექტი, რომელსაც გააჩნია უხვი ნათესაობები ძუკიური დიალექტიდან. ე.ი. ორი აღმოსავლური დიალექტი. მესამე დასავლური დიალექტი – სუვალკიური არ გამოირჩევა ძალიან დიდი სხვაობით აღმოსავლური დიალექტებისგან, თუმცა ცხადია ახასიათებს თავისი თვითმყოფადობა. ყველაზე მკვეთრია სხვაობა მეოთხე დასავლურ დიალექტთან – ჟემაიტურთან მიმართებაში. შედარებისთვის: ლიტერატურულ ლიეტუვურ ენაზე და აუქშთაითიურ დიალექტზე სიტყვა „პური“ გამოითქმის როგორც „Duona“. ჟემაიტიურ დიალექტზე ხდება მისი ტრანსფორმირება „Douna-დ“, ჟემაიიტური დიალექტის ერთ-ერთ სამეტყველო ვარიანტში (კურშიული) კი საერთოდ, ხდება ასობგერა უ-ს სეკვესტრი და გვრჩება Dona. ცხადია, სხვაობა მხოლოდ ამ ერთი მაგალითით არ ამოიწურება. სინამდვილეში იგი იმდენად დიდია, რომ ფარული სეპარატიზმის მასაზრდოებელ წყაროსაც კი წარმოადგენს. იმდენად რამდენადაც ჟემაიიტელების გარკვეულ წრეში ტრიალებს იდეა ჟემაიიტური ენის და არა ერთიანი ლიეტუვური ენის ჟემაიიტური დიალექტის შესახებ. ეს და სხვა რიგი ისტორიული საფუძვლები (ისტორიული ავბედობის გამო ჟემაიტიის კავშირი ცენტრთან ყოველთვის მინიმალური ხარისხით იყო წარმოდგენილი სხვა პროვინციებთან შედარებით, რომელნიც ბევრად უფრო აღმოსავლეთით და ამდენად ცენტრთან უფრო ახლოს და გერმანელებისგან უფრო შორს მდენარებოდნენ. იცილებდნენ რა თავიდან გერმანულ საფრთხეს, რომელმაც არსებითად ამ სეპარატიზმს დაუდო საფუძველი); მათ აძლევს საფუძველს ილაპარაკონ (და არა მხოლოდ) ჟემაიტიის სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად. თუმცა თავად ჟემაიიტელთა უმრავლესობა აცნობიერებს მათ ერთიან ლიეტუვურ იდენტობას და თავის მხრივ, ცენტრალური მთავრობაც ყველანაირად ცდილობს ამ ისტორიული ავბედითობით გამოწვეული ესოდენ აშკარა სხვაობების ნიველირებას.

  1. Zinkevičius, Z. (1993). Rytų Lietuva praeityje ir dabar. Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidykla, გვ. 9. ISBN 5-420-01085-2. „…linguist generally accepted that Lithuanian language is the most archaic among live Indo-European languages…“