ასტანა

ყაზახეთის დედაქალაქი
(გადამისამართდა გვერდიდან ნურ-სულთანი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასტანა.

ნურ-სულთანი (ყაზახ. Нұр-Сұлтан),[1] ყოფილი ასტანა (ყაზახ. Астана „დედაქალაქი“) — ყაზახეთის დედაქალაქი 1997 წლის 10 დეკემბრიდან, 613,8 ათ. მცხოვრებით (2008 წლის 1 მაისის მონაცემებით)[2]. მაცხოვრებელთა რაოდენობით მეორე ქალაქია ალმათის შემდეგ.

ქალაქი
ნურ-სულთანი
Нұр-Сұлтан
დროშა გერბი

ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 51°10′00″ ჩ. გ. 71°26′00″ ა. გ. / 51.16667° ჩ. გ. 71.43333° ა. გ. / 51.16667; 71.43333
ქალაქის მერი (აკიმი) იმანგალი ტასმაგამბეტოვი
დაარსდა 1830
პირველი ხსენება 1832
ადრეული სახელები აყმოლი, აკმოლინსკი, ცელინოგრადი, აყმოლა, ასტანა
ფართობი 710.2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 347
ოფიციალური ენა ყაზახური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 600,200 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 841 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+06:00
სატელეფონო კოდი +7 7172
საფოსტო ინდექსი 010000 - 010015
საავტომობილო კოდი Z და 01
ოფიციალური საიტი astana.kz
ასტანა — ყაზახეთი
ასტანა

ქალაქი მდებარეობს სტეპის ზოლში მდინარე იშიმზე, ამ უკანასკნელის მდინარე ნურასთან შეერთების ადგილთან ახლოს.

სახელწოდებები რედაქტირება

დასახლება დაარსდა 1830 წელს როგორც აყმოლი (ან აყმოლის პრიკაზი ანუ ოლქი) და იმჟამად ასრულებდა ციმბირელი კაზაკებისაგან თავდაცვით და საფორტიფიკაციო ფუნქციას. 1832 წელს დასახლებას მიენიჭა ქალაქის სტატუსი და დაერქვა აკმოლინსკი (რუს. Акмолинск).[3] 1961 წლის 20 მარტს ეწოდა ცელინოგრადი (რუს. Целиноград), რაც დაკავშირებული იყო ქალაქის გადაქცევასთან ყამირი მიწების ათვისების კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრად (Целина — „ყამირი“).[3][4] 1992 წელს კვლავ შეეცვალა სახელი და ამჯერად აყმოლა დაერქვა, რაც თავდაპირველი სახელწოდების რამდენადმე სახეცვლილი ფორმაა და „თეთრ საფლავს“ ან „წმინდა ქალაქს“ ნიშნავს.[3][5] 1997 წლის 10 დეკემბერს ყაზახეთის დედაქალაქი ალმათის ნაცვლად აყმოლა გახდა. 1998 წლის 6 მაისს კი ქალაქს ასტანა ეწოდა, რაც ყაზახურად „დედაქალაქს“ ნიშნავს.[6]

2019 წლის 20 მარტს, დედაქალაქს კვლავ გადაერქვა სახელი ყაზახეთის ხანგრძლივად მმართველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად და ნურ-სულთანი ეწოდა.[7][8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. О переименовании города Астаны – столицы Республики Казахстан в город Нур-Султан – столицу Республики Казахстан
  2. საანგარიშო მოხსენება „ქალაქში სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე 2007 წ. 3 დეკემბრიდან, 2007 წ. 9 დეკემბრამდე“ - www.astana.kz (რუს.)
  3. 3.0 3.1 3.2 Поспелов, Е.М. (1993) Имена городов: вчера и сегодня (1917–1992). Топонимический словарь. Русские словари, გვ. 24–25. 
  4. (1994) The Current Digest of the Post-Soviet Press (ინგლისური). Current Digest of the Soviet Press, გვ. 20. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2018. 
  5. (7 September 2018) Kazakhstan. Bradt Travel Guides; Third edition, გვ. 71. ISBN 978-1784770921. 
  6. The history of Astana. Akimat of Astana (19 იანვარი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2014.
  7. Parliament approved renaming of Astana as Nursultan. Kazinform (20 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2019.
  8. Nursultan, not Astana – Kazakhstan renames capital to honor Nazarbayev. Deutsche Welle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2019.