ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხან შატირი — უზარმაზარი გამჭვირვალე კარავი, ე. წ. გადახურული ქალაქი, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში. პროექტის პრეზენტაცია შედგა 2006 წლის 9 დეკემბერს. 150 მ სიმაღლის თაღი, ბრიტანეთის არქიტექტორ ნორმან ფოსტერის პროექტით, უნდა აშენდეს ერთ წელიწადში. კარავი დაახლოებით ათ საფეხბურთო სტადიონის ფართობს გადააჭარბებს და მასში მოთავსდება ქალაქი მოედნებით, მოკირწყლული ქუჩებით, არხებით, სავაჭრო ცენტრებითა და გოლფის მოედნებით.

ხან-შატირის პროექტი

კარავი სპეციალური გამჭვირვალე მასალისგან შეიქმნება, რომელიც მზის შუქს შეისრუტავს და კარვის შიგნით ზაფხულის ეფექტს მოახდენს. პრეზიდენტის თქმით ასტანას ამ პროექტის შედეგად ტროპიკული პლაჟი ექნება მთელი წლის განმავლობაში.

ეს პროექტი ნურ-სულთანში ნორმან ფოსტერის რიგით მეორე იქნება მასშტაბური შუშის პირამიდის შემდეგ, რომლის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. კარვის მშენებლობას თურქული კომპანია განახორციელებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხან_შატირი“-დან