9 დეკემბერი
თარიღი
9 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 343-ე დღე (ნაკიან წლებში – 344-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 22 დღე.
<< | დეკემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 536 : ბიზანტიელი გენერალი ველისარიუსი რომში შედის, ხოლო ოსტროგოთების დაცვა მშვიდობიანად ტოვებს ქალაქს და ძველი დედაქალაქი იმპერიას უბრუნდება.
- 1425 : ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი დაარსდა ბელგიაში.
- 1793 : ნიუ-იორკის პირველი ყოველდღიური გაზეთი, ამერიკან მინერვა, გამოსცა ნოე ვებსტერმა.
- 1824 : აიაკუხოს ბრძოლა - პერუს ნაციონალისტები ანტონიო ხოსე დე სუცრის მეთაურობით ამარცხებენ ესპანეთის კოლონიურ ძალებს და პერუს დამოუკიდებლად აცხადებენ.
- 1897 : აქტივისტმა მარაგერიტ მიურანმა ფემინისტური ყოველდღიური გაზეთი „ლე ფრონდი“ დააარსა პარიზში.
- 1931 : ესპანეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი - ოპერაცია კომპასი - ბრიტანეთისა და ინდოეთის ძალები გენერალ-მაიორ რიჩარდ ო'კონორის ხელმძღვანელობით თავს ესხმის იტალიის ბაზას სიდი ბარანისთან, ეგვიპტეში.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი - ჩინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკის დროებითი მთავრობა, გვატემალა და კუბა ომს უცხადებენ გერმანიასა და იაპონიას.
- 1946 : ომის დამნაშავეთა სასამართლო ნიურმბერგის სამხედრო ტრიბუნალამდე იწყება „ექიმთა დაკითხვით“, რომლის დროსაც გაასამართლეს ადამიანებზე ექსპერიმენტებში ჩართული ექიმები.
- 1953 : წითელი განგაში - ჯენერალ ელექტრიკმა გამოაცხადა, რომ ყველა კომუნისტს დაითხოვდა კომპანიიდან.
- 1961 : ტანგანიკა ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1961 : იერუსალიმში ისრაელის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ადოლფ აიხმანს - ნაცისტური გერმანიის დანაშაულთა ერთ - ერთ მთავარ მონაწილეს.
- 1969 : ვაშინგტონის მეტრო გაიხსნა.
- 1987 : ისრაელ-პალესტინის ომი - პირველი ინტიფადა იწყება ღაზის სექტორსა და მდ. იორდანის დასავლეთ სანაპიროზე.
- 1990 : ლეხ ვალენსა პოლონეთის პირველი არჩეული პრეზიდენტი ხდება.
- 1992 : უელსის პრინცი ჩარლზისა და უელსის პრინცესა დაიანას განქორწინება გამოცხადდა.
- 2012 : რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-ლიბერალურმა კავშირმა გაიმარჯვა.
- 2017 : ერაყმა ისლამურ სახელმწიფოზე სრული გამარჯვება გამოაცხადა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1372 : ბეატრიზ — პორტუგალიის დედოფალი.
- 1608 : მილტონი, ჯონ — ინგლისელი პოეტი (გ. 1674)
- 1748 : ბერთოლე, კლოდ ლუი — ფრანგი ქიმიკოსი
- 1842 : კროპოტკინი, პეტრე — რუსი ანარქისტი (გ. 1921)
- 1848 : ჰარისი, ჯოელ ჩანდლერ — ამერიკელი მწერალი.
- 1868 : ჰაბერი, ფრიც — გერმანელი ქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1934)
- 1916 : დაგლასი, კირკ — ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი
- 1942 : ჟორდანია, ვახტანგ — ქართველი დირიჟორი
- 1946 : განდი, სონია — იტალიაში დაბადებული ინდოელი პოლიტიკოსი, პარტია "გაერთიანებული პროგრესული ალიანსი" თავმჯდომარე
- 1953 : მალკოვიჩი, ჯონ — ამერიკელი მსახიობი
- 1963 : ჟვანია, ზურაბ — ქართველი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 2003–2005 (გ. 2005)
- 1964 : ლანდერსი, პოლ — გერმანელი გიტარისტი (რამშტაინი)
- 1967 : ბელი, ჯოშუა — ამერიკელი მევიოლინე
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1565 : პიუს IV — რომის პაპი (დ. 1499)
- 1897 : ჰარნი, ჯორჯ ჯულიან — ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე
- 1916 : ნაცუმე სოსეკი — იაპონელი მწერალი.
- 1985 : შიუკაშვილი, ალექსი — ქართველი მფრინავი, სამამულო ავიაციის ერთ - ერთი ფუძემდებელი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: