ოტავა (ინგლ. Ottawa, ფრანგ. Ottawa) — კანადის დედაქალაქი. მდებარეობს პროვინცია ონტარიოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოტავას ნაპირზე, რომელიც ონტარიოსა და კვებეკის შტატების საზღვრის გასწვრივ მიედინება. ოტავა მოსახლეობის მიხედვით კანადის სიდიდით მეოთხე, ხოლო ონტარიოს შტატის სიდიდით მეორე ქალაქია. ქალაქ გატინოსთან და ოტავას სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შედის ეროვნული დედაქალაქის ოლქის შემადგენლობაში.

დედაქალაქი
ოტავა
Ottawa
დროშა გერბი

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
პროვინცია ონტარიო
მუნიციპალიტეტი ეროვნული დედაქალაქის ოლქი
კოორდინატები 45°25′15″ ჩ. გ. 75°41′24″ დ. გ. / 45.42083° ჩ. გ. 75.69000° დ. გ. / 45.42083; -75.69000
მერი ჯიმ უოტსონი
დაარსდა 1 იანვარი, 1855
ფართობი 2778,13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 70±1 მეტრი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა[1] და ფრანგული ენა[1]
მოსახლეობა 883 391 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 292,3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 613, 343, 819, 873
საფოსტო ინდექსი K0A, K1A-K4C
ოფიციალური საიტი ottawa.ca/en
ოტავა — კანადა
ოტავა
ოტავა — ონტარიო
ოტავა

2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 883 ათას ადამიანს, ხოლო ქალაქ გატინოსთან ერთად 1 236 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქის მმართველი ორგანო ქალაქის მერის არჩევას მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად ახდენს. 2010 წლის 1 დეკემბრიდან მერის თანამდებობა ჯიმ უოტსონს უკავია.

ოტავა 1820-იან წლებში დაარსდა, თავდაპირველად, მოსახლეობის უმრავლესობას ჯარისკაცები და ხელოსნები შეადგენდნენ, რაც რიდოს არხის სამშენებლო სამუშაოების შედეგი იყო, 1850 წელს მიიღო ხე-ტყის დამმუშავებელთა ქალაქის ოფიციალური სტატუსი. 1855 წლამდე ერქვა ბაითაუნი, ვიცე-პოლკოვნიკ ჯონ ბაის პატივსაცემად, რომელიც რიდოს არხის სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. 1857 წლის 31 დეკემბრიდან ოტავა — პროვინცია კანადის დედაქალაქი, ხოლო 1867 წლიდან კი უკვე მთლიანი კანადის დედაქალაქია. მომდევნო პერიოდში ქალაქი განვითარდა, როგორც სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი. XX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, რაც ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის იყო მიმართული.

XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ცენტრი გახდა, ხშირად მას „ჩრდილოეთ სილიკონის ველად“ მოიხსენიებენ. ქალაქში მდებარეობს ფედერალური მმართველი ორგანოები და უმსხვილესი კულტურული დაწესებულებები, მათ შორისაა: კანადის წამყვანი მუზეუმები და ეროვნული სამხატვრო გალერეა.

გეოგრაფია

რედაქტირება

ოტავა მდებარეობს პროვინცია ონტარიოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კვებეკის პროვინციის საზღვრის მახლობლად, მდინარეების ოტავასა და რიდოს, ასევე რიდოს არხის ნაპირებზე. მდინარე ოტავას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი გატინო, რომელიც ოტავასთან ერთად ერთ მთლიან საქალაქო აგლომერაციას — ეროვნულ დედაქალაქის ოლქს ქმნის. ქალაქი მდებარეობს დაბლობ ტერიტორიაზე, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 166 მეტრზეა.[3] უახლოესი მთიანი სისტემა აპალაჩებია. ოტავა, ისევე როგორც პროვინცია ონტარიოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და კვებეკის პროვინცია, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სასაათო სარტყელში მდებარეობს, მსოფლიოს კოორდინირებულ დროს ჩამორჩება ზამთარში 5 საათით, ხოლო ზაფხულში 4 საათით.[4]

გეოლოგია და ნიადაგი

რედაქტირება

მდინარე ოტავის სამხრეთ ნაპირი, რომელზეც ქალაქი დგას, უმეტეს შემთხვევაში, ბრტყლადაა განლაგებული ორდოვიციული და კამბრიული პერიოდების დოლომიტებითა და კირქვით. სენდი-ჰილის რაიონი, რომელიც ოტავის უნივერსიტეტის ტერიტორიას ესაზღვრება, მდებარეობს თიხის ქანიან ბორცვზე, აღმართული მდინარე ოტავის უძველეს ძირზე. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილის ძირითად ქანებს თიხაფიქალი და კირქვა წარმოადგენს. ნეპინისა და ნაწილობრივ კანატის რაიონიც დგას ორდოვიციული და კამბრიული პერიოდის ქვიშაქვებზე. მდინარე ოტავის კალაპოტის გასწვრივ მდებარე ქალაქის დასავლეთი ნაწილი მდებარეობს კემბრიულისწინა მეტამორფულ ქანებზე — კვარციტებსა და კირქვებზე, ასევე გრანიტებსა და გნაისებზე. ამავე რაიონში მდებარეობს ე.წ კარპის მთაგრეხილი, სადაც შემონახულია მორენის დანალექი ნახევარმეტრიანი ფენები.[5]

კანადის დიდი ნაწილი მდებარეობს ტექტონიკურად მდგრად ჩრდილო-ამერიკულ ფილაზე და სეისმური აქტივობა მის აღმოსავლეთ ნაწილზე საკმაოდ დაბალია. ოტავაც არ წარმოადგენს გამონაკლისს და იგი მიეკუთვნება დასავლეთ კვებეკის სეისმურ ზონას, რომელიც ნაწილობრივ მოიცავს მდინარე ოტავის ხეობას მონრეალიდან ტემისკამინგამდე, სადაც მიწისძვრები არც ხშირია და არც ძლიერი, იშვითად თუ აღწევს ხუთ ბალს, რომლის დროსაც რეალური საფრთხე იქმნება შენობებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა. XX საუკუნეში ასეთი მიწისძვრა სულ ორჯერ მოხდა — პირველად ეპიცენტრით ტემისკამინგში (1935) და მეორედ კორნუოლში, აღმოსავლეთ ონტარიოში (1944).[6] 2000 წელს მოხდა 5,2 ბალიანი მიწისძვრა, ეპიცენტრი იყო ქალაქ ნორტ-ბეის ჩრდილოეთით[7], ხოლო 2010 წელს ხუთ ბალიანი მიწისძვრა ეპიცენტრით კვებეკში, 50 კილომეტრში ჩრდილოეთ კანადის დედაქალაქიდან.[8]

ეკოლოგია

რედაქტირება
წლიური ამინდი — ოტავა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 12 (54) 12.4 (54) 26.7 (80) 31.1 (88) 32.8 (91) 36.1 (97) 36.7 (98) 37.8 (100) 35 (95) 27.8 (82) 23.9 (75) 16.3 (61) 37,8 (100)
საშუალო მაღალი °C (°F) -6.1 (21) -4.1 (25) 2.2 (36) 10.8 (51) 19.1 (66) 23.8 (75) 26.5 (80) 24.9 (77) 19.5 (67) 12.5 (55) 4.8 (41) -3 (27) 10,9 (52)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) -15.3 (4) -13.3 (8) -7.1 (19) 0.6 (33) 7.7 (46) 12.7 (55) 15.4 (60) 14.1 (57) 9.1 (48) 3 (37) -2.8 (27) -11.1 (12) 1,1 (34)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -35.6 (-32) -36.1 (-33) -30.6 (-23) -16.7 (2) -5.6 (22) -0.1 (32) 5 (41) 2.6 (37) -3 (27) -7.8 (18) -21.7 (-7) -34.4 (-30) −36,1 (−33)
ნალექი მმ (დუიმი) 25.2 (1) 17.6 (0.7) 36.3 (1.4) 60.5 (2.4) 78.4 (3.1) 85 (3.3) 90.6 (3.6) 87.1 (3.4) 85.3 (3.4) 74.9 (2.9) 59.8 (2.4) 31.3 (1.2) 732 (28,8)
წყარო: [9] 2009-02-08

ერთიანი კანადის დედაქალაქად გამოაცხადა 1857 წელს ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ. ქალაქი კი დაარსდა 1827 წელს და თავდაპირველად ცნობილი იყო ბაუთაუნის სახელით (რიდოს არხის მშენებლის ჯონ ბაიას პატივსაცემად). 1855 წლიდან უკვე ამ ქალაქს ჰქვია ოტავა, რაც ადგილობრივი ინდიელთა ენაზე გაცვლას ნიშნავს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

კანადა, თავის მხრივ წარმოდგენილი, როგორც ერთიანი სააღწერო ოლქი, ადმინისტრაციულად იყოფა 23 საარჩევნო რაიონად. ქალაქი ასევე დაყოფილია საფოსტო და საპოლიციო რაიონებად.

2001 წლამდე, ოტავის ტერიტორია ამჟამინდელი ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა. 2001 წელს, ქალაქს მიუერთდა ათი მუნიციპალური ერთეული: ვანე, გლოსტერი, გოლბორნი, კემბერლენდი, კანატა, ნეპინი, ოსგუდი, რიდო, როკლიფ-პარკი და უესტ-კარლტონი. დღესდღეობით, ქალაქის ისტორიული უბნები აქტიურად გამოიყენება უძრავი ქონების კომპანიების მიერ, ოტავის მმართველი ორგანოები მთლიანად ცენტრალიზებულია, ყოფილი რაიონების ადგილობრივი საბჭოები გაუქმებულია და ოტავის მთლიანი ხელისუფლება თავმოყრილია ქალაქის ადმინისტრაციაში.[10]

ადგილობრივი სათემო ცენტრები რაიონების მცხოვრებთა ურთიერთმოქმედებით უზრუნველყოფილი და მთელი რიგი სოციალური სერვისით აღჭურვილი ნებაყოფლობითი ორგანიზაციებია; ეს ცენტრები არ წარმოადგენენ ხელისუფლების ორგანოებს და არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ქალაქის ნებისმიერს მაცხოვრებლებს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, მიმართოს ნებისმიერ მათგანს. სათემო ცენტრების რაოდენობა თითქმის იმდენივეა, რამდენიც ისტორიული რაიონი. ოტავის სათემო ცენტრების კოალიციაში თოთხმეტი ასეთი ორგანიზაცია შედის, რომელთა მართვაც ჯანდაცვისა და რესურსების განაწილების ზოგიერთ ასპექტს მოიცავს.[11]

ოტავა მდებარეობს ეროვნული დედაქალაქის ოლქში, რომელიც ონტარიოსა და კვებეკის პროვინციების ტერიტორიებს მოიცავს. მდინარე ოტავის კვებეკურ მხარეში, ეროვნული დედაქალაქის ოლქი შემადგენლობაში ყოფილი ქალაქები: გატინო (ძვ. გატინო), ჰალი და ეილმერი, ასევე ოტავის რაიონების ორი რეგიონული საბჭო შედის. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადმინისტრაციული სუბიექტი, მდინარე ოტავის მარჯვენა სანაპიროს გაფართოების შედეგად, თითქმის ერთდროულად მოექცნენ ქალაქ გატინოს შემადგენლობაში. თვითონ ქალაქი გატინო, ხშირად მოიხსენიება, როგორც ოტავა-გატინოს საქალაქო აგლომერაციის ნაწილად. ქალაქში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი და ოტავისა და გატინოს სხვა ობიექტები, ექვემდებარებიან არა მუნიციპალურ ხელისუფლებას, არამედ ეროვნული დედაქალაქის კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება ფედერალურ პარლამენტს.[12]

მოსახლეობა

რედაქტირება

2011 წლის მონაცემების მიხედვით, ოტავა მოსახლეობის რიცხოვნობით კანადის ქალაქებს შორის მეოთხე ადგილს იკავებდა, ტორონტოს, მონრეალისა და კალგარის შემდეგ, ხოლო ონტარიოს პროვინციის ქალაქებს შორის მეორე ადგილს.[13] თუ 1984 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 44 ათასს აღწევდა, ამ რიცხვმა 2011 წელს დაახლოებით 900 ათასი ადამიანი შეადგინა (იმ მოსახლეობის ჩათვლით, რომლებიც 2001 წელს ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ).[14] ოტავა-გატინოს საქალაქო აგლომერაციის მოსახლეობამ 2011 წლისთვის 1,2 მილიონი ადამიანი შეადგინა.[15] ბოლო აღწერის მიხედვით, ოტავის მოსახლეობის საშუალო ასაკი 39,2 წელი იყო. მოსახლეობის 16,8 % 15 წელზე მცირე ასაკის იყო, 13,2 % კი 65 წლის ან უფრო მეტის.[14]

ოტავის მოსახლეობის ზრდის დინამიკა (ათას. მცხოვრები)
ისტორიული საზღვრები
(1901 წლამდე)
ამჟამინდელი საზღვრები
(1901—2011)
აგლომერაცია
ოტავა-ჰალი / ოტავა-გატინო
წყარო:
ონტარიოს მოსახლეობა პროექტ OntarioGen Web-ის საიტზე[16]
წყაროები:
მოსახლეობის ზრდა (1901-2006) ოტავის მერიის ოფიციალურ საიტზე[17]
ოტავა, 2011 წლის მოსახლეობის აღწერის საიტზე[14]
წყარო:
კანადის მოსახლეობის აღწერა[15][18][19]

2006 წლის აღწერის მიხედვით, კანადის დედაქალაქში ცხოვრობს 875 000 ადამიანი, მას მოსახლეობის თვალსაზრისით მეოთხე ადგილი უკავია კანადაში. ოტავის მოსახლეობის ძირითად შემადგენლობას შეადგენენ: კანადელები, ფრანგები და ინგლისელები, აქ აგრეთვე სახლობენ სხვა ეროვნების ხალხიც, თუმცა მათი რიცხვი მცირეა.

ოტავას კანადაში უდიდესი კულტურული ფუნქციები აკისრია, აქ მდებარეობს მრავალი მუზეუმი და გალერეა. მათგან აღსანიშნავია კანადის ეროვნული გალერეა, სადაც დაცულია მრავალი უნიკალური შედევრი. ოტავა ფესტივალების ქალაქია. ოტავის ფესტივალებიდან ყველაზე ცნობილია გაზაფხულის ტიტების ფესტივალი, რომელიც სათავეს იღებს 1945 წლიდან, სწორედ ამ წელს ნიდერლანდებმა კანადას გამოუგზავნა 100 000 ტიტის ბოლქვი და ამით გამოხატა ამ ქვეყნის დახმარება მეორე მსოფლიო ომში ნიდერლანდებისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება აღლუმები და კონცერტები.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 https://www.hilltimes.com/2018/01/29/130889
  2. (2005) Downtown Canada: Writing Canadian Cities. University of Toronto Press, გვ. 35. ISBN 978-0-8020-8668-6. 
  3. County High Points of Ontario. Ontariohighpoints.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  4. Standard Time Zones. Natural Resources Canada lang=en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-09-07.
    H. David Matthews, Mary Vincent.. (September/October 1998) It's about TIME. Canadian Geographic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-09-07.
  5. Schut & Wilson 1987, pp. 12–13.
  6. Earthquake zones in Eastern Canada. Natural Resources Canada (7 November 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
  7. Earthquakes. Natural Resources Canada (2 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
  8. Quake shakes Quebec, Ontario. CBC (June 23, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
  9. Canadian Climate Normals 1971-2000[მკვდარი ბმული]
  10. A feeling of ownership. The Stittsville News (April 6, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-09-04.
  11. National Capital Commission დაარქივებული 2013-08-20 საიტზე Wayback Machine.  — статья из Канадской энциклопедии (ინგლისური)
  12. Most populous municipalities (census subdivisions) by province and territory, 2011. Statistics Canada (May 30, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 2012-08-20.
  13. 14.0 14.1 14.2 Census Profile: Ottawa, City, 2011. Statistics Canada (May 29, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  14. 15.0 15.1 Census Profile: Ottawa-Gatineau (Census metropolitan area), 2011. Statistics Canada (May 29, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  15. Ontario Population. OntarioGen Web. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  16. Population Change, City of Ottawa, 1901—2006. City of Ottawa (December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2014-01-03.
  17. Population and Dwelling Counts, for Census Metropolitan Areas in Decreasing Order of 1996 Population, 1991 and 1996 Censuses — 100% Data. Statistics Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  18. 2001 Community Profiles: Ottawa-Hull, Ontario. Statistics Canada (January 2, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  19. Apruebase Convenio Marco de Cooperacion № 11/98 Celebrado Entre El G.C.B.A. y La Ciudad de Ottawa (Canada). Buenos Aires Ciudad (15 de octubre de 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  20. Ottawa, Beijing Sign Sister Cities Agreement. People Daily (October 20, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  21. 22.0 22.1 22.2 22.3 Ottawa, Ontario, Canada. DBCity.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.