ათბასარი
ქალაქი ყაზახეთში, აყმოლის ოლქში
ათბასარი (ყაზახ. Атбасар) — ქალაქი ყაზახეთში, აყმოლის ოლქში, მდინარე ჟაბაის (იშიმის შენაკადი) ნაპირზე. ათბასარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, სარკინიგზო კვანძი. 28 735 მცხოვრები (2018).[1] განვითარებულია სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის დამუშავება (ხორცკომბინატი, რძის ქარხანა და სხვ.), მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო ინვერტარის შემკეთებელი და საშენ მასალათა ქარხნები, ელევატორი. ქალაქში არის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი. ათბასარი 1846 წელს გაშენდა და თავდაპირველად კაზაკთა სტანიცა იყო.
ქალაქი | |
---|---|
ათბასარი რუს. Атбасар | |
ქვეყანა | ყაზახეთი |
ოლქი | აყმოლა |
რაიონი | ათბასარი |
კოორდინატები | 51°49′00″ ჩ. გ. 68°22′00″ ა. გ. / 51.81667° ჩ. გ. 68.36667° ა. გ. |
დაარსდა | 1845 |
პირველი ხსენება | 1830-იანი წლები |
ფართობი | 68.7 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 282 მეტრი |
კლიმატის ტიპი | მკვეთრი კონტინენტური |
მოსახლეობა | 29 733 (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+06:00 |
სატელეფონო კოდი | +7 71643 |
საფოსტო ინდექსი | 020400 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 224.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Численность населения Республики Казахстан по полу в разрезе областей, городов, районов, районных центров и поселков на 1 октября 2018 года. Комитет по статистике Министерства национальной экономики Республики Казахстан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-23. ციტირების თარიღი: 2018-12-04.