დუისბურგი
დუისბურგი (გერმ. Duisburg) — ქალაქი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, მდებარეობს მდინარე რაინის მარჯვენა სანაპიროზე, მრავალი არხებით, აქ კვეთს მდინარე რაინი მდინარე რურს და ასევე აქვეა რაინ-ჰერნეს არხიც. ნახევარმილიონიანი ქალაქი არის სიდიდით მეხუთე ვესტფალიაში, ხოლო მეთხუთმეტე მთლიანი გერმანიის მასშტაბით. იგი ითვლება ქვემო რაინის დაბლობზე მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრად. ქალაქის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია, მას ეკვრის რამდენიმე ნაციონალური საავტომობილო და ევროპის ცენტრალური მაგისტრალები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დუისბურგი Duisburg | |||||
ბონის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
ფედერალური მხარე | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია | ||||
შიდა დაყოფა | Walsum, Hamborn, Meiderich/Beeck, Homberg/Ruhrort/Baerl, Duisburg-Mitte, Rheinhausen და Duisburg-Süd | ||||
კოორდინატები | 51°26′06″ ჩ. გ. 06°45′45″ ა. გ. / 51.43500° ჩ. გ. 6.76250° ა. გ. | ||||
მმართველი | Sören Link | ||||
პირველი ხსენება | 1065 | ||||
ფართობი | 232.82 კმ² კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 31 მ | ||||
მოსახლეობა | 488,005 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 2,096 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 02066, 02841, 02151, 0203 და 02065 | ||||
საფოსტო ინდექსი | 47001–47279 | ||||
საავტომობილო კოდი | DU | ||||
ოფიციალური საიტი | duisburg.de | ||||
ისტორია
რედაქტირებაშუა საუკუნეებში დუისბურგი განვითარდა როგორც სავაჭრო და სამრეწველო ქალაქი, მაგრამ XIII საუკუნეში რაინიდან შემოსულმა შტორმმა, დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს, ამის გამო დუისბურგმა დაკარგა ეკონომიკური, პოლიტიკური და სავაჭრო მნიშვნელობა.
XIX საუკუნეში გაიზარდა ქალაქის მოცულობა, მაღაროების და რკინის ინდუსტრიის წყალობით, დუისბურგმა დაიბრუნა მნიშვნელოვანი ფუნქცია ინდუსტრიული თვალსაზრისით. დუისბურგ-რურორტის პორტი დუისპორტი, ცენტრალური ქალაქის ნაწილით მიეკუთვნება სიდიდით პირველ ევროპის მდინარისეული პორტების სიას.
1972 წელს დაარსდა დუისბურგის უნივერსიტეტი, რომელმაც მისცა ქალაქს უფრო მეტი საშუალება განვითარებისთვის, როგორც მეცნიერული, ასევე ახალი-ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ქალაქი დუისბურგი თავისი ლოგისტიკური ფუნქციით ითვლება როგორც უმნიშვნელოვანესი კვანძი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში.