რური
რური (გერმ. Ruhr) — მდინარე გერმანიაში. რაინის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 217 კმ, აუზის ფართობი 4,485 კმ². სათავე აქვს ზაუერლანდის მთების განშტოებებზე. უმეტესწილად ტიპური მთის მდინარეა. ქვემო დინებაში ვაკე ტერიტორიაზე იშლება. დამახასიათებელია ზაფხულის წყალმცირობა და გაზაფხულის წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნა. რურზეა მრავალრიცხოვანი წყალსაცავები. მდინარის წყლები ფართოდ გამოიყენება რურის საწარმოო რაიონის მეტალურგიულ მართვაში. სანაოსნოა ქალაქ ვიტენემდე. არხით დაკავშირებულია მდინარე ემსთან. წყლის ხარჯი შესართავთან 79 მ³/წმ.
რური | |
---|---|
ქვეყანა | გერმანია |
ქალაქები | დუისბურგი |
სათავე |
ზაუერლანდის მთები 51°12′49″ ჩ. გ. 8°33′30″ ა. გ. / 51.21361° ჩ. გ. 8.55833° ა. გ. |
სიგრძე | 217 კმ |
აუზის ფართობი | 4,485 კმ² |
რური ვიკისაწყობში |
ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ვიტენი, ესენი, მიულჰაიმი. შესართავთან გაშენებულია მსხვილი სამდინარო პორტი დუისბურგი.