ემსი (გერმ. Ems; ნიდერლ. Eems) — მდინარე ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიასა და ნიდერლანდების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 371 კმ, აუზის ფართობი 17 934 კმ². სათავე აქვს ტოივტო-ბურგის ტყეში, ზღვის დონიდან 129 მ სიმაღლეზე. მიედინება შუა გერმანიის დაბლობზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისა და ქვემო საქსონიის ტერიტორიებზე და შეერთვის ვადენზეეს დოლარტის ყურეს. მდინარის ქვემო მონაკვეთზე გადის სახელმწიფო საზღვარი ქვემო საქსონიასა (გერმანია) და გრონინგენის პროვინციას (ნიდერლანდები) შორის, თუმცა მდინარეზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი სადავოა ამ ორ ქვეყანას შორის. შესართავი 20 კმ სიგრძის ესტუარია. წყლის დონე მაღალია ზამთარსა და გაზაფხულზე. სანაოსნოა. ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: რაინე, ლინგენი და სხვ. შესართავის სიახლოვესაა საპორტო ქალაქი ემდენი.

ემსი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
სათავე ტოივტო-ბურგის ტყე
51°51′27″ ჩ. გ. 08°41′59″ ა. გ. / 51.857694° ჩ. გ. 8.699778° ა. გ. / 51.857694; 8.699778
სიგრძე 371 კმ
აუზის ფართობი 17 934 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ემსი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ემსი&oldid=4113892“-დან