ვაკე

(გადამისამართდა გვერდიდან ვაკე (გეოგრაფია))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაკეხმელეთის ზედაპირის, ზღვისა და ოკეანის ფსკერის რელიეფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მორფოგრაფიული ერთეული, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმაღლეების მცირე ცვალებადობა და სუსტი დახრილობა. პირობითად ხმელეთზე 200 მ-ზე დაბლა მდებარე ვაკეს დაბლობს უწოდებენ (მაგ., კოლხეთის დაბლობი), 200-იდან 500 მ სიმაღლეზეა საკუთრივ ვაკე (მაგ., შიდა ქართლის ვაკე), კიდევ უფრო მაღლაა მთის ვაკე (მაგ., ირანის მთიანეთის შიგა ნაწილი).

ვაკე ნიუ-მექსიკოში.

გენეტურად განარჩევენ დენუდაციურ და აკუმულაციურ ვაკეებს. დენუდაციური ვაკეებია: ეროზიული, აბრაზიული, დეფლაციური (ეგზოგენური რელიეფწარმომქმნელი აგენტების შესაბამისად), ცოკოლიანი, შრეებრივი (გეოლოგიური სტრუქტურების შესაბამისად), პენეპლენი, პედიპლენი და სხვ.

აკუმულაციური ვაკეებია: ზღვიური, ალუვიური, ტბიური (ეგზოგენური რელიეფწარმომქმნელი აგენტების შესაბამისად), ვულკანური (ენდოგენური რელიეფწარმომქმნელი აგენტების შესაბამისად) და სხვა.

უდიდესი ვაკეებია: აზიაში — დასავლეთ ციმბირის ვაკე, ჩინეთის დიდი ვაკე, ინდ-განგის ვაკე; ევროპაში — აღმოსავლეთ ევროპის ვაკე; ჩრდილოეთ ამერიკაში — დიდი ვაკეები, ცენტრალური ვაკეები; სამხრეთ ამერიკაში — ამაზონის დაბლობი, გვიანის დაბლობი; აფრიკაში საჰარისა და სუდანის ვაკეები; ავსტრალიაში — ცენტრალური დაბლობი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტინტილოზოვი ზ., ქსე, ტ. 4, გვ. 274, თბ., 1979
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაკე&oldid=4625338“-დან