ინდ-განგის დაბლობი (ბენგ. সিন্ধু-গাঙ্গেয় সমভূমি) — დაბლობი, განლაგებული ინდოეთის, პაკისტანის, და ბანგლადეშის ტერიტორიებზე, ჩრდილოეთით ჰიმალაის მთებსა და სამხრეთით დეკანის ზეგანს შორის. მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 3 000 კმ., ხოლო სიგანე — 250-300 კმ. წარმოადგენს მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს ცენტრს.

ინდ-განგის დაბლობი
ინდ-განგის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილი. ბენგალიის ყურის სანაპირო.

რელიეფი და ჰიდროგრაფია რედაქტირება

მისი ზედაპირი ბრტყელია. წყალგამყოფიდან დამრეცად ეშვება აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია 270 მ. სიმაღლეზე ინდისა და განგის დელტებთან. დაბლობზე გამავალი მდინარეები საკმაოდ მრავალრიცხოვანი და წყალუხვია. განსაკუთრებით, მის აღმოსავლეთ ნაწილში. მათთვის დამახასიათებელია სეზონურ პერიოდში წყლის დონის დიდი ცვალებადობა. მუსონები და მთის თოვლის ჩამონადენი ზაფხულობით იწვევს მდინარეების ზრდას, რაც ხშირად დამანგრეველ წყალდიდობას იწვევს. ათმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით კლიმატი მკვეთრად იცვლება და ჰაერი მშრალი ხდება.

შედარებით მსხვილი მდინარეებია — ინდი შენაკად პანჯნადით, რომლებშიც ჩაედინება ჯელამი, ჩინაბი, ბიასი და რავი. დიდი მდინარეებია, აგრეთვე, ბრაჰმაპუტრა და განგი ჯამუნით და დიდი შენაკადებით ჰომათი, გჰარგჰრა და ჰანდაკი.

განგისა და ბრაჰმაპუტრას აუზში (დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილი) ბატონობს სუბეკვატორული მუსონური კლიმატი, ინდის აუზში (დასავლეთ ნაწილი) კი — ტროპიკული კლიმატი. დაბლობის დიდ ნაწილზე ივლისის საშუალო ტემპერატურაა 30 °C-დან 36 °C-მდე, ხოლო იანვრის დაახლოებით 20 °C, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 12 °C-მდე. იშვიათად 0 °C-მდეც კი.

დაბლობის ფარგლებში გამოიყოფა ორი ბუნებრივი ზონა — ინდის გამომშრალი დაბლობი და მეტად ტენიანი განგის დაბლობი. ბუნებრივი მცენარეულობა დაბლობის განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის არ შემორჩენილა. ბრაჰმაპუტრისა და განგის დელტაში გაზრდილია მკვრივი მანგროვის და მარადმწვანე ტყეები. იმავე დროს დასავლეთ ნაწილი დაფარულია ქვიშიანი უდაბნოთი. ლანდშაფტები თვალს იტაცებს კულტურული სავანით (ბრინჯის, ხორბლის, ფეტვის, სიმინდის, ბამბის, და სხვა კულტურების მინდვრებით), პალმის ცალკეული ჭალებით და ხეხილის ხეებით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება