ბიასი
ბიასი აგრეთვე ბეასი (ჰინდი ब्यास, ურდუ بیاس, სანსკ. विपाशा, ინგლ. Beas) — ერთ-ერთი ხუთი მდინარიდან, რომელთა გამოც მიიღო თავისი სახელწოდება პენჯაბმა ("ხუთმდინარეთი). სხვა ექვს მდინარესთან ერთად (სარასვატი, სინდჰი, შატადრუ, პარუშნი, ვიტასტა, ასიკნი) შეადგენს ვედურ შვიდმდინარეთს. მდინარე გამოედინებაჰიმალაიდან ცენტრალურ ჰიმაჩალ-პრადეშში, (ინდოეთი), მიედინება 470 კმ, სატლეჯამდე და უერთდება მას პენჯაბში.
ეტიმოლოგია
რედაქტირებამდინარეს, ასევე, უწოდებენ არჯიკუჯას. ეს სახელი შემორჩენილია ძველ ინდურ და ბერძნულ ტექსტებში. თანამედროვე სახელწოდება "ბიასი", სავარაუდოდ, სანსკრიტული დასახელება "ვიპაში"-ს ცვლილებით არის გამოწვეული. მდინარეს სახელწოდება ვი-პაშა უნდა მიეღო გათავისუფლებასთან ან გზასთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად, ლეგენდა მას აკავშირებს ვასიშტასთან, რომელიც 100 ვაჟის სიკვდილით დამწუხრებული და მგლოვიარე თავის მოსაკლავად ხელ-ფეხშეკრული გადახტა მდინარეში. მოულოდნელად ყველა კვანძი თავისით გაიხსნა და ვასიშტა არ მოკვდა.
მდინარეს, ასევე, უწოდებენ ჰიმაჩალში "ვიპაშას", განსაკუთრებით, სამეცნიერო წრეებში.
მდინარის სახელი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო "ვიასა", მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩრდილოეთ ინდოეთის ხალხების დამახასიათებელი მეტყველების თანახმად, მოხდა ვ და ბ ასოების ცვლილება.
გეოგრაფია
რედაქტირებამდინარე წარმოადგენდა ძვ. წ. 326 წელს ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობლი ტერიტორიების აღმოსავლეთ საზღვარს.
მისი სათავე მდებარეობს ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში როჰტანგ ლასთან და ერწყმის სატლეჯს ქალაქ ამრისტარის სამხრეთით პენჯაბში. მდინარე სატლეჯი მიედინება პაკისტანის პენჯაბში. ის უერთდება მდინარე პანჯნადს და საბოლოოდ ჩაედინებიან მდ. ინდში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიასი
- რიგვედას გეოგრაფია დაარქივებული 2018-01-15 საიტზე Wayback Machine.
- ჰიმაჩალ-პრადეში დაარქივებული 2009-04-14 საიტზე Wayback Machine.
- ბიასის სანაპირო დაარქივებული 2014-01-19 საიტზე Wayback Machine.