დეკანის ზეგანი (ინგლ. The Deccan Plateau) — ზეგანი ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე. ზეგანი მდებარეობს ინდოსტანის ნახევარკუნძულის შიდა ნაწილში, ჩრდილოეთით მას ესაზღვრება მდინარე ნარმადი, სამხრეთით - კავერი. ზეგნის სრული ფართობი 1 მლნ კმ²-ს შეადგენს. სამკუთხედის ფორმის დეკანის ზეგანი დახრილია აღმოსავლეთისკენ, რის გამოც მდინარეთა უმრავლესობა ბენგალის ყურეში მიედინება. პლატოს ჩრდილოეთით მდებარეობს ინდ-განგის ვაკე. დეკანი არის პრაკრიტის სიტყვა დაკჰინ ანგლიფიცირებული ვარიანტი, ხოლო პრაკრიტში სიტყვა შემოვიდა სანსკრიტიდან, რომელშიც दक्षिण (დაკშინა) სამხრეთს ნიშნავს[1]

ინდოეთის ტოპოგრაფიული რუკა, ცენტრში მდებარეობს დეკანის პლატო.
  1. მონიერ-უილიამსის ინგლისურ-სანსკრიტის ლექსიკონი, გვ. 498 (სკანირებული სურათი შრიპედიის ინიციატივიდან): სანსკრუტული სიტყვა დაკშინა ნიშნავს „სამხრეთს“.