პედიპლენი (ინგლ. pediplain; < ლათ. pes, ნათ. ბრ. pedis — ფეხი, მთისძირი და ინგლ. plain — ვაკე) — დენუდაციური ვაკე, რომელიც წარმოიქმნება მთიანი ან ბორცვიანი რელიეფის ადგილას, არიდული ან ნახევრად არიდული ჰავის პირობებში ხეობის ღერძიდან ფერდობების პარარელური უკანდახევისა და ცალკეული მოსწორებული უბნების — პედიმენტების შეერთების შედეგად.[1]

პედიპლენიზაცია (სალაირის ჭიუხი)

წარმოადგენს მთებიდან სუსტადდახრილ (3°-მდე) ზედაპირს, რომელიც ფარგლავს ცალკეულ ქედებსა და ბორცვების პერიფერიებს.[2] პედიპლენის ზედაპირი გამომუშავებულია ეგზოგენური პროცესებით, ძირითადად, ფლუვიალური და ეოლური კომპლექსით.

ლესტერ კინგის მოძღვრების თანახმად,[3] პედიპლენი წარმოადგენს პედიმენტის განვითარების შემდეგ სტადიას, არსებითად, კი ქმნის პედიმენტების ერთიან ზედაპირად შერწყმას. აღნიშნული მოსწორება შესაძლოა წყვეტას განიცდიდეს ეროზიული პროცესების მორიგი განმეორების შედეგად, რის შემდეგ ხდება პედიპლენის შეჭრა და ტრანსფორმირება რელიეფის რელიქტურ ფორმებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вальтер Пенк. Морфологический анализ. — М.: Географгиз, 1961. — 334 с.
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 9.
  2. Педиплен. Геологический словарь. — М.: Недра, 1978. — Т. 2. — С. 75.
  3. Кинг Лестер. Морфология Земли : Изучение и синтез сведений о рельефе Земли — М.: Прогресс, 1967.- 559 c.