ეგზოგენური პროცესები

ეგზოგენური პროცესებიდედამიწის ზედაპირზე და დედამიწის ქერქის სულ ზედა ნაწილში მიმდინარე გეოლოგიური პროცესები, რომლებიც გამოწვეულია ძირითადად გარეგანი ძალებისა და ცოცხალი ორგანიზმების ზემოქმედებით. ეგზოგენური პროცესებია ქანების ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვა; მდინარის მოქმედებით ხმელეთის ზედაპირის გადარეცხვა – ეროზია, მასალის გადატანა, აკუმულაცია; მიწისქვეშა წყლების მოქმედებით ზოგიერთი ქანის (მინერალის) გახსნა; მყინვარის ეგზარაციული და აკუმულაციური, ქარის დეფლაციური, ეოლური აკუმულაცია და რელიეფის სათანადო ფორმების წარმოქმნა.

ეგზოგენური პროცესების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე ეგზოგენური საბადოები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება