მინერალები

(გადამისამართდა გვერდიდან მინერალი)

მინერალი (ფრანგ. mineral < გვიანდ. ლათ. minera - მადანი) — ბუნებრივი წარმონაქმნი რომელიც ყალიბდება დედამიწის (ან სხვა კოსმოსური სხეულის) ზედაპირზე ან მის წიაღში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესების შედეგად და ქიმიური შედგენილობათა და ფიზიკური თვისებებით თითქმის ერთგვაროვანია. მინერალები უმთავრესად მყარი სხეულებია (კრისტალური, ზოგჯერ ამორფული). ერთადერთი თხევადი მინერალია თვითნაბადი ვერცხლისწყალი.

მინერალები

ერთნაირი შედგენილობის მარილების მოდიფიკაციები, რომელთაც სხვადასხვა სტრუქტურა აქვს (პოლიზორფოზმი), სხვადასხვა მინერალის სახეობას განეკუთვნება (მაგ., ალმასი და გრაფიტი), ხოლო მინერალის იზომორფული მწკრივების წევრებს (იზომორფოზი) მიაკუთვნებენ ერთ მინერალის სახეობას (მაგ., პლაგიოკლაზმები). მინერალის სახეობის ფარგლებში ხშირად გამოყოფენ სახესხვაობებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ქიმიური შედგენილობის მცირეოდენი სხვადსხვაგვარობით, ზოგიერთი ფიზიკური თვისებით ან მორფოლოგიით (მაგ., კვარცის სახესხვაობებია მთის ბროლი, ამეთვისტო, ქალცედონი). ბუნებაში ამჟამად დაახლოებით 2500 მინერალის სახეობაა ცნობილი.

მინერალთა უმრავლესობა იონური და კოვალენტური ნაერთებია, ნაკლებად არის განვითარებული ლითონთშორისი ნაერთებიხოლო მოლეკულური მეტად იშვიათია. მინერალთა რეალურ სტრუქტურას რეალურ სტრუქტურას ახასიათებს დეფექტები და დისლოკაციები, გარკვეული მოუწესრიგებლობა.მინერალების სტრუქტურის ზოგიერთი ელემენტი გადაადგილებულია რაც იწვევს პოლიტიპიურ მოდიფიკაციათა წარმოქმნას. ქიმიურ ელემენტთა როლი მინერალთა სტრუქტურაში სხვადასხვაა: ერთიანი-მთავარი ელემენტები განსაზღვრავენ მინერალთა ძირითად შედგენილობას მეორენი რომელთა თვისებანი მთავარ ელემენტთა თვისებების მსგავსია მინერალებში გვხვდება როგორც იზომორფული მინარევები( მაგ: Ge, In, Pd, Cd, Ga, Ti, Se, I, BR, Re, Rb და სხვა )

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: