ტერმინს „გრაფიტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრაფიტი (მრავალმნიშვნელოვანი).

გრაფიტი (იტალ. graffiti, ბერძნ. γραφειν ვწერ) — წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. ზოგან ფოლკლორის სახეობაც შეიძლება იყოს. ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად. თანამედროვე გრაფიტის მხატვრების თვითსახელწოდებაა „რაიტერები“ (ინგლ. writers).

გრაფიტი

გრაფიტი ხშირად უმსგავსო დაზიანებად და არასასურველ ვანდალიზმად აღიქმება საზოგადოების მიერ. გრაფიტის დატანა შენობის ან ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე მრავალ ქვეყანაში კრიმინალურ აქციად ითვლება და კანონით ისჯება.

გრაფიტი უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი მარტივი ნაჩხაპნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე. თანამედროვე პერიოდში გრაფიტში ყველაზე გავრცელებული მასალა სასხურებელი საღებავები და მარკერები გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან იგი აკრძალულია, ზოგადად მას სოციალური და პოლიტიკური შეტყობინებების გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენას იმსახურებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: